სტრასბურგის სასამართლოს წერილი ღონისძიების განხორციელებიდან 6 საათშია ატვირთული — მინისტრის მოადგილე
ფოტო: On.ge
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლოს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, იუსტიციის მინისტრის ბრიფინგიდან 6 საათის შემდეგაა ატვირთული. ძამაშვილი ირწმუნება, რომ წერილის გამოქვეყნების დროს სახელმწიფოს მიერ არამარტო ევროპული სასამართლოს მიერ მითითებული ღონისძიებები, არამედ "გაცილებით მეტი" იყო გაკეთებული.
"სტრასბურგის სასამართლოს წერილი, რომელზეც დღეს მიუთითებენ, ატვირთულია 19 ნოემბერს, 20 საათსა და 52 წუთზე, თბილისის დროით. 6 საათის შემდეგ, რაც უკვე იუსტიციის სამინისტროს ეს ღონისძიებები განხორციელებული აქვს. ფაქტობრივად, ამ წერილის ატვირთვიდან 6 საათით ადრე, უკვე სრულად შესრულებულია, არათუ ის ღონისძიებები, რომელსაც ევროპული სასამართლო მიუთითებდა, არამედ გაცილებით მეტია გაკეთებული, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფილი იქნა ამ ჰუმანური გადაწყვეტილებით არამხოლოდ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, არამედ ბევრი სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა", — ამბობს ის.
ძამაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ 19 ნოემბერს გამართული ბრიფინგის მთავარი მიზანი "ჰუმანური ნაბიჯის" გადადგმა და შედეგად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა.
დოკუმენტი სავარაუდოდ იქამდეა დაწერილი, სანამ იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას შეთავაზებდა, რადგან სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში ისევ მოუწოდებს სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი ავალდებულებს, რომ მისი ბოლო მდგომარეობა გაითვალისწინოს, "ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უპასუხოს" და თან 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნა გაითვალისწინოს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მიუთითებს, რომ სტრასბურგი 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნაზე საუბრისას სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს ეყრდნობა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო სააკაშვილის საჭიროებებს ვერ პასუხობს და საჭიროა მისი გადაყვანა. თამთა მურადაშვილის თქმით, ომბუდსმენის საბჭოს დასკვნა სტრასბურგს თავად გადაუგზვნეს.
სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები