ზუგდიდში ძველი საკრებულოს მიერ, დაჩქარებული წესით, ბიუჯეტის განხილვა პრობლემებს შეიცავს —TI
ფოტო: TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, ზუგდიდში ძველი, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით განიხილოს ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრობლემებს შეიცავს და ხელს უშლის ახალარჩეულ საკრებულოს, შეასრულოს თავისი ფუნქცია. ორგანიზაციის განცხადებით, ძველი საკრებულოს ეს ინიციატივა ფაქტობრივად, პრემიერმინისტრის განცხადების გაგრძელებაა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა და მათ გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე "ნაბიჯს ვერ გადადგამს".
"ახალარჩეულ საკრებულოში პოლიტიკური ძალების ახალი შემადგენლობა და პროპორციაა. შესაბამისად, ბიუჯეტის საკითხის გარშემო შესაძლო დისკუსია იქნებოდა საშუალება ადგილზე პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან TI აღნიშნავს, რომ ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ეს სხდომა, რათა საკრებულოებს მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა, და ახალარჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ თუ საკრებულო 2022 წლის 1 აპრილამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს, მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას. მათივე განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს, თავი დაიზღვიოს, რადგან საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაციაა, რომ ახალმა შემადგენლობამ, შესაძლოა, ვერ დაამტკიცოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი.
გუშინ, 17 ნოემბერს ზუგდიდში ძველი, 2017 წლის მოწვევის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას ცდილობდა, რასაც ხმაური მოჰყვა. ენმ-ს წევრი ანა წითლიძე აცხადებდა, რომ გაუგებარია რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ბიუჯეტის მიღებაზე ან შესრულებაზე იმ ადამინებმა, რომლებიც არ არიან ახალი საკრებულოს წევრები.
ამის გასაპროტესტებლად ზუგდიდის საკრებულოში მოშიმშილე ენმ-ს წევრებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ლეიბების შეტანა სცადეს, რის უფლებასაც დაცვის სამსახური არ აძლევდა, თუმცა მაინც შეძლეს. მოგვიანებით ისინი პოლიციამ გამოაძევა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმდჯომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ ჭეჟიამ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ საკრებულოში "განსაკუთრებული არაფერი არ ხდება". მისი მტკიცებით, მერია ბიუჯეტს ვადების დაცვითა და კანონიერად განიხილავს.
ამ თემას გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი, რომელმაც მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ძველი საკრებულოს პირობებში არ გაბედოს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები