ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი ექიმთა ჯგუფი სააკაშვილის სანახავად ციხის საავადმყოფოში მივიდა
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და მისი ინიციატივით შემქნილი ექიმთა 7-კაციანი ჯგუფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხის საავადმყოფოში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდნენ. ისინი უკვე შევიდნენ პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულების ტერიტორიაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მათ სააკაშვილის მონახულების უფლებას.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტოს არ აქვს უფლება ბიუროკრატიული ან სხვა რაიმე მიზეზით მათ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება.
"სახალხო დამცველი არასოდეს არ იღებს წინასწარ თანხმობას სამინისტროსგან ან პენიტენციური სამსახურისგან, რომ შევიდეს ციხეში. ჩვენ ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს", — განაცხადა ლომჯარიამ დაწესებულებაში შესვლამდე.
იმ შემთხვევაში თუ სახალხო დამცველის მიერ შეკრებილ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილთან შეუშვებენ, ისინი გაესაუბრებიან ექსპრეზიდენს, ასევე, გაეცნობიან მის სამედიცინო ისტორიას და დაათვალიერებენ ადგილზე არსებულ სამედიცინო აღჭურვილობას და ინფრასტრუქტურას.
"ამ ვიზიტის მიზანი არის, რომ ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე, გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები — არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა თუ პირობები ადგილზე, რაც ამ ტიპის პაციენტისათვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება. მათ შორის, არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პირობებშიც შესაძლებელია თუ არა ადგილზე გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა ისე, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა", — განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვას, რატომ გახდა საჭირო ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის კიდევ ერთი კონსილიუმის შემქნა, ნინო ლომჯარიამ ასე უპასუხა:
"როგორც მოგეხსენებათ, არაერთგზის გამოვუცხადე საჯარო ნდობა სახელმწიფოს მიერ შემქნილი კონსილიუმის შემადგენლობას. თუმცა, იმის გამო, რომ 7 დღეა გადმოყვანილია მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში და ამ 7 დღის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონსილიუმის შესვლა და იქ მუშაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველმა საკუთარი მანდატის ფარგლებში შექმნას ექსპერტთა ჯგუფი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მათ მოამზადონ ექსპერტული სამედიცინო დასკვნა".
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველმა ექიმთა კონსილიუმი დღეს წარადგინა. ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.
სახალხო დამცველის მიერ შემქნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი არიან:
- გიორგი გრიგოლია — ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
- გრიგოლი ხურციძე — შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
- გიორგი კაჭარავა — კარდიოლოგი;
- გიორგი პაპიაშვილი — კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
- აიდა გოზალოვა — ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური
- მედიცინის სპეციალისტი;
- მამუკა მაჩაიძე — ინფექციონისტი, თერაპევტი;
- თენგო წულაძე — ნევროლოგი;
- ნინო ზავრაშვილი — ენდოკრინოლოგი
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები