პენიტენციურის მტკიცებით, სააკაშვილის შეყვანის შემდეგ შეტანილი CT დამონტაჟებულია და მუშა მდგომარეობაშია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პენიტენციური სამსახური
პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ შეიტანეს, დამონტაჟებულია და მუშა მდგომარეობაშია. ამის შესახებ ექიმი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, გათიშული ტომოგრაფის ფონზე ლაპარაკობს.
"ეს არის ის CT აპარატი, რომელზეც ყველაზე მეტი სპეკულაცია ხდებოდა. როგორც ხედავთ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი არის დამონტაჟებული, ის არის მუშა მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გამოყენება, შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი აღარ რჩება", — განაცხადა ექიმმა.
ამავე ვიდეოში, ის კამერასთან ერთად მოძრაობის სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში და აჩვენებს სხვადასხვა მოწყობილობას იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭირო აპარატურა აქვთ. მისი თქმით, ეს აპარატურა საკმარისია, როგორც მოშიმშილე პატიმრის, ასევე, შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი მართვისთვის.
მისივე თქმით, კლინიკაში არის: სასუნთქი აპარატი, მულტიფუნქციური საწოლი, იუფუზომატი და ლინეომატი, შოკის მაგიდა, პორტატული ექოსკოპიის აპარატი, დეფიბრილატორი, ელექტროსაქაჩი, კარდიომონიტორი და ოქსიგენაციის აპარატი და ელექტროკარდიოგრაფიის აპარატი.
სამინისტროს მტკიცებით, კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ. მათივე მტკიცებით, ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი და იქვე შესაძლებელია ჩატარდეს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სპირომეტრია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.
სამედიცინო სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა და პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება არ არის მრავალპროფილური და ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო. სწორედ ამიტომ ისინი სააკაშვილის პოლიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ.
რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, ის 8 ნოემბერს გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ შეიტანეს, რასაც ასევე კრიტიკა მოყვა. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ სააკაშვილის პირადი ექიმი და პოლიტიკოსები ამბობდნენ, რო ტომოგრაფი დერეფანში იდგა და შტეფცელშიც კი არ იყო შეერთებული.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები