ეტაპირების საფრთხე არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი — ადვოკატი პენიტენციურის განცხადებაზე
ფოტო: მარიამ ქავთარაძე / On.ge
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ სასამართლოში ექსპრეზიდენტის არმიყვანის შესახებ განმარტებაში ეტაპირების საფრთხე "თითიდან გამოწოვილი მიზეზია". მისივე შეფასებით, განცხადებიდან ჩანს, რომ სასამართლომ შაბათს უკვე იცოდა, რომ არ იგეგმებოდა სააკაშვილის პროცესზე დასწრება.
"ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი. პირველად, როდესაც სუს-მა გაავრცელა ამასთან დაკავშირებით განცხადება, იყო, რომ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება იყოს პრობლემურიო. მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში და უპრობლემოდ, ყოველგვარი რაღაც ექსცესების გარეშე გადაიყვანეს თუ არა? გადაიყვანეს. ვინმემ შეუშალა ხელი? იყვნენ მოქალაქეები, ვთქვათ, მე-12 დაწესებულების შესასვლელთან ან უკან მობილიზებული? ან გლდანის ციხესთან იყო მობილიზებული? რამეს ბლოკირება, რამის საფრთხის შექმნა მოხდა? არ მომხდარა. შესაბამისად ეს არის მითიური ცრუ საქმე", — თქვა ბასილაიამ.
პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ისევ არ გადაჰყავს. ამის მიზეზებად ისინი კვლავ "დესტრუქციულ ქმედებებსა და ჯანმრთელობის რისკებს" ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი დისტანციურ რეჟიმში ჩართვა ან სხდომის გამართვა გლდანის მე-18 დაწესებულებაში.
დღეს, 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ადვოკატების, ასევე, ექსპრეზიდენტის მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო სხდომებს დაესწროს. მიუხედავად ამისა, სასამართლოში ის არც წინა პროცესზე მიიყვანეს. ამ შემთხვევაშიც პენიტენციური სამსახური "დესტრუქციასა და ჯანმრთელობის რისკებზე" საუბრობდა.
ექსპრეზიდენტი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. როგორც მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ერთი 13 ნოემბერს პირველი დღე იყო, როცა ფეხზე ვერ ადგა.
ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს. სააკაშვილი იქ მკურნალობაზე უარს ამბობს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა. ხელმომწერები პირობას დებენ, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი ამ კლინიკაში იქნება, ტერიტორიასთან აქციას არ გამართავენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები