ლიზა ბათიაშვილი ექსპრეზიდენტის საკითხზე მოქმედ პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს
ფოტო: ლიზა ბათიაშვილი / FB
მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს. ბათიაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილს შეუძლია, განმუხტოს ვითარება, წერტილი დაუსვას არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროს არამხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს.
ის მოუწოდებს პრეზიდენტს, არ დაუშვას სააკაშვილის გარდაცვალება, გადაიყვანონ ის კლინიკაში და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის წარმოუდგენელი იქნება, ქვეყანაში, "სადაც ხალხს აყურებინებენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას", როგორ უნდა გამოვიდეს მუსიკოსი სცენაზე და როგორ უნდა იპოვნოს საკუთარ თავში დაკვრის ძალა.
"მინდა მოგმართოთ, როგორც ევროპაში გაზრდილ ქართველს, ასევე ევროპაში გაზრდილმა ქართველმა, ვისი გულიც ფეთქავს საქართველოს სიყვარულით და გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება ჩვენს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ შევხვედრილვართ არაერთ კულტურულ ღონისძიებაზე, მუსიკისა და ხელოვნების მთავარი ღირებულება კი ჰუმანიზმი გახლავთ. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ღია წერილით მომემართა.
დაუჯერებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, განა შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გამიზნულად არ ეძლეოდეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება? არ შეეძლოს ისარგებლოს ყველაზე ელემენტარული უფლებებით, თუნდაც როგორიც არის სატელეფონო კავშირი საკუთარ ოჯახთან, ეზღუდებოდეს შვილებისა და დედის ხმის გაგონება. და რაც მთავარია, განა შეიძლება მას წართმეული ჰქონდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება? იმყოფებოდეს, უკიდურესად შეურაცხმყოფელ გარემოში, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, სადაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით იქნა გადაყვანილი", — წერს ის.
მევიოლინე ამბობს, რომ ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებას და უნდა მხოლოდ ის, წარმოადგენდეს ჰუმანურ, დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც არ იმეტებენ და არ კლავენ ხალხის არჩეულ პრეზიდენტებს.
"მინდა წარმოვადგენდე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხალხის ქვეყანას, რომელიც თავისი ნებით კი არ ექცევა ოკუპანტის კლანჭებში, არამედ ამაყობს თავისი უნიკალურობითა და თავგანწირული ხალხის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობით.
დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად შესაძლოა თქვენ გაგიჭირდეთ მშვიდი ძილი და განვითარებული დრამა გაგყვეთ მთელი ცხოვრება, რადგან თქვენ დღეს შეგიძლიათ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ამ გაურკვეველი, მოჯადოებული წრის გარღვევა", — წერს ის.
უკვე არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, კულტურისა და სამედიცინო სფეროს მოღვაწემ გაავრცელა ღია წერილი და განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები