ევროკავშირი სააკაშვილის ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო კვლავ შეშფოთებულია — ჰარცელი
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია. კარლ ჰარცელმა ინტერპრესნიუსთან, ასევე, განაცხადა, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა. ელჩი ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების სრულად შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ჰარცელი მთავრობას მოუწოდებს სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში უზრუნველყოს.
"ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია ბატონი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მისი უფლებების სრულ პატივისცემას, როგორც პატიმრის, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვის საკითხში, ასევე, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს გასულ თვეში საქართველოს მთავრობის მიერ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მუშაობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კონსილიუმი თავის ღირებულ მუშაობას გააგრძელებს. ასევე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, რომელსაც აქვს კონკრეტული კონსტიტუციური როლი — საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობა", — აცხადებს ელჩი IPN-თან.
ამასთან, ჰარცელი მიესალმება, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებულ "ზედმიწევნით შემოწმებას პატიმართა უფლებების საკითხთან დაკავშირებით".
"რაც შეეხება მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება", — აცხადებს ჰარცელი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, ჰარცელის განცხადებით, მხედველობაში იღებენ, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო არ მიეცა.
"ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში.
მხედველობაში ვიღებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა ბატონი სააკაშვილი გადაიყვანონ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადრე დასახელებული პრობლემის გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაყვანა განხორციელდება", — აღნიშნავს ელჩი.
მისივე თქმით, ევროკავშირი ამ სიტუაციას კვლავ დიდი ყურადღებით დააკვირდება და მჭიდრო კავშირშია სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები