საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Europcar Georgia ახალ სერვისს ნერგავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
8 ნოემბერი, 2021 — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Europcar Georgia ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქტს ნერგავს. 3 750 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, საქართველოში პირველად, Europcar Georgia კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს.
მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით საავტომობილო მომსახურება მათთვის სასურველი დროით, მისამართით და ხანგრძლივობით დაჯავშნონ.
Europcar Georgia საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამ ძირითად სერვისს — ავტომობილების გაქირავებას, საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას აერთიანებს. კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს.
ამჟამად Europcar Georgia-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, მათ შორის სედანის ტიპის ბიუჯეტური (Toyota, Mazda, Renault და Hyundai) და Volvos და Land Cruiser-ის ტიპის მაღალი კლასის ავტომობილები.
"სატრანსპორტო მომსახურება Europcar Georgia-ს ახალი პროდუქტია, რომლის დანერგვაშიც მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ბანკმა ითამაშა. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით, მოგვეცა შესაძლებლობა, დამატებით 60 მანქანა შეგვეძინა და 70-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეგვექმნა. ახალი პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით კომპანიას აღარ უწევს ტაქსების, ავტოპარკის შექმნის, მძღოლების აყვანის, დისპეჩერიზაციისთვის რესურსების მობილიზება და ხარჯების გაწევა. ჩვენი თანამედროვე, ყველაზე მოქნილი, კომფორტული მობილური აპლიკაციები და სისტემა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას", — აცხადებს Europcar Georgia-ს დირექტორი, სანდრო საყვარელიძე.
"სამომავლოდ, ვგეგმავთ გავფართოვდეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტი ლოკაცია მოვიცვათ. ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად ინტეგრირებაა. მისი დახმარებით, ვცდილობთ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ მომხმარებლის გამოცდილება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს 100%-ით გავიზარდოთ და კიდევ მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომხმარებელს", — დასძენს სანდრო საყვარელიძე.
"მოხარული ვართ, რომ პარტრნიორობის ფარგლებში Europcar Georgia აქტიურად აგრძელებს განვითარებას. კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან და საინტერესო საავტომობილო სერვისს სთავაზობს. Europcar Georgia-ს ტრანსპორტის დაჯავშნა მომხმარებელს როგორც ვებ-გვერდიდან, ასევე მობილური აპლიკაციის გამოყენებითაც შეუძლია. ახლახან Europcar Georgia-ს პლატფორმებს მძღოლების/კომპანიის ფიდბექის ფუნქციონალი დაემატა, რაც ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე მიუთითებს. მათ წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ Europcar Georgia-ს მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის Rising Star-ის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის", — აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მითაიშვილი.
ინფორმაციისთვის, Europcar მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილების გაქირავების კომპანიაა. 1949 წელს შექმნილი კომპანია დღეს ევროპის მასშტაბით ბაზრის ლიდერია და მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი. საქართველოში Europcar-ს თეგეტა ჰოლდინგი წარმოადგენს, რომელიც საქართველოში Europcar international-ის ექსკლუზიური პარტნიორი 2020 წლის ივნისში გახდა. აღნიშნული თანამშრომლობა franchising-ს გულისხმობს და სწორედ ამ პერიოდიდან პოზიციონირდება ბაზარზე კომპანია Europcar Georgia.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები