სააკაშვილმა დამაბარა, პატრიარქს გადავცე, რომ კვლავ გააგრძელებს შიმშილობას — ბოტკოველი
პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის მადლიერია, მაგრამ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
"პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენი ხანია შიმშილობს. ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას.
მე უკვე მეორედ ვესტუმრე მას აქ და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას, მან აღნიშნა, რომ ის ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა გადავცე, რომ კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია", — თქვა მან.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბოტკოველი ამბობს, რომ მას აშკარად ემჩნევა წონაში კლება, თუმცა, განსაკუთრებული ნიშნები, მაგალითად ის, რომ მეტყველება უჭირს, ან აზრს ვერ აყალიბებს, არ შეუნიშნავს.
"წინა ნახვასთან შედარებით ,აშკარად შევამჩნიე, რომ ის წონაში მოკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც მე არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. ჩვენ ვისაუბრეთ ის დრო, რაც შესული ვიყავი და ყოველ შემთხვევაში, რომ გითხრათ, რომ რამე განსაკუთრებული შევამჩნიე იმის მხრივ, რომ მას ან მეტყველება უჭირს, ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა, ის ჩვეულებრივ საუბრობდა", — დასძენს ის.
ციხეში შესვლამდე ბოტკოველმა თქვა, რომ პატრიარქსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გუშინ გამართული შეხვედრის სასაუბრო თემა სააკაშვილის შეწყალება არ ყოფილა. დეკანოზი რუსთავის ციხეში სააკაშვილთან პატრიარქის წერილის გადასაცემად მივიდა.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 35 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა სამთავრობო გუნდის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ და ყველა პატიმარს ერთნაირად ექცევიან, ამიტომ სააკაშვილი გამონაკლისი არ იქნება. ექსპრეზიდენტი კი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ სურს.
მისი მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ამ რეკომენდაციებს და არსებობს რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებაზეც.
პრემიერმინისტრი ექსპრეზიდენტის შიმშილობას დიეტას უწოდებს და იმეორებს, რომ ამაზე საუბარი არ უნდა, თუმცა, მაინც საუბრობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი განცხადების დროს მან აღნიშნა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. კრიტიკის შემდეგ მან თავისივე სიტყვები უარყო და ამტკიცებდა, რომ არა თვითმკვლელობა, არამედ შიმშილობა იგულისხმა. ამ თემზე ირონიულად საუბრობენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. მაგალითად, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მოშიმშილე 40 დღე ძლებს და 41-ე დღეს ელოდებიან და სჯერათ, რომ სააკაშვილი ჯანსაღად იქნება. მანვე აღნიშნა, რომ 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ე.ი "სხვა რაღაცაშია საქმე".
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები