მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებით, საბჭოში ახალი წევრების არჩევა ევროინტეგრაციის პროცესს ვერ დააზიანებს
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებზე აცხადებს, რომ ისინი აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ვერანაირად დააზიანებს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის განუხრელად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ყველა გარეშე სუბიექტისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც "გაუგებარი" და არც "უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია", არამედ ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება.
კონფერენცია ჩატარდა კანონის სრული დაცვით და თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი დამოუკიდებელი საქმიანობა არის დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო", — აღნიშნულია განცხადებაში.
ისინი მიუთითებენ დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელობის ჩათვლით, ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში. ანცხადების მიხედვით,
ისინი შეახსენებენ ყველა სუბიექტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც, ასევე, დამოუკიდებლად გარეშე ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
მათივე მტკიცებით, გაუგებარია, თუ რატომ შეფასდა 31 ოქტომბერს კონფერენციის ჩატარება ნაჩქარევად, როდესაც ის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით ჩაინიშნა.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე "ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას" და რომ "დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს". ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ასარჩევად კანონი საკონკურსო პროცედურების განხორციელებას არ ითვალისწინებს. უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე წევრობის კანდიდატურის დასახელება შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს", — აცხადებენ ისინი.
მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ხელისუფლებისთვის უპირველესი მიღწევა, მისი რეალური დამოუკიდებლობის გამოხატულება სწორედ ისაა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სისტემისავე შიგნით აღიარებული მათი დამსახურებისა და ჩამოყალიბებული შეხედულებების საფუძველზე, ამიტომ საბჭოს წევრის არჩევა ვერ მოხდება ხელოვნურად მხოლოდ სისტემის გარეთ არსებული რიგ შემთხვევებში სუბიექტური განწყობების საფუძველზე.
"2013 წლიდან მოყოლებული სასამართლო ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა რეფორმების 4 ეტაპი, რომელთა შედეგად სრულად არის უზრუნველყოფილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება.
ჩვენ კვლავაც გახსნილნი ვართ ყველა შესაძლო რეფორმის მიმართ, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ სისტემურ გაუმჯობესებებზე და არა ცალკეული მოსამართლეების დევნაზე. ამასთან, რეფორმის პროცესში სასამართლო უნდა მონაწილეობდეს სრულუფლებიანი, კვალიფიციური პარტნიორის სტატუსით, რომლის აზრიც მოსმენილ და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას და რომელიც დაცული უნდა იყოს უსაფუძვლო თავდასხმებისაგან", — აღნიშნულია განცხადებაში.
3 ნოემბერს ამართულ ბრიფინგზე აღნიშნულ კონფერენციას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის ამ ფორმითა და ამ დროს არჩევა გაუგებარი ნაბიჯია, როცა ცნობილია, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს ამას სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით.
იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, სადაც ხაზი გაესვა, რომ იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრი მაშინ აირჩიეს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, თან იმის ფონზე, როცა საბჭოს წევრების ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.
ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში, თუმცა დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევაზე განცხადებები გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის შეფასებით, მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კი, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ვადაზე ადრე დანიშვნა გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი.
ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებულ მცდელობას შეინარჩუნოს გავლენები.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები