სააკაშვილმა შემომითვალა და შევდივარ, ძველი წყენები დავივიწყეთ — გელბახიანი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი
პარლამენტის ყოფილი წევრი, ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შედის. მისი თქმით, ის ექსპრეზიდენტმა თავად მიიწვია, რაზეც დათანხმდა. გელბახიანი აღნიშნავს, რომ მათ ძველი წყენები დაივიწყეს და ახლა სააკაშვილის დასახმარებლად მზადაა.
"შემომითვალა და მეც მისი თანხმობით შევდივარ, ბუნებრივია. მე მასთან, ვიდრე დააპატიმრებდნენ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, რა თქმა უნდა. ჩვენ ძველი წყენები დავივიწყეთ, ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და, ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან, მათ შორის მე ვალდებულები ვარ, როგორც პიროვნება, მოქალაქე, ამ მძიმე დღეებში დავუდგე გვერდით და თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურება მე მზად ვარ", — განაცხადა გელბახიანმა.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები სასაცილოა. კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ისიც გახდეს ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი, გელბახიანი ამბობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ვალერი გელბახიანი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად ციხესთან წინა დღესაც იყო მისული, თუმცა, ის PCR ტესტის არქონის გამო დაწესებულებაში არ შეუშვეს.
გელბახიანი და სააკაშვილი ერთმანეთს 2019 წლის 23 ნოემბერსაც შეხვდნენ. მაშინ ვალერი გელბახიანი კიევში სააკაშვილთან გუბაზ სანიკიძესთან ერთად ჩავიდა. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი ამბობდა, რომ ისინი ერთ დროს ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ დღეს გაერთიანების დროა. მისივე თქმით, მათ საქართველოს სიყვარული აერთიანებთ.
ვალერი გელბახიანი ყოფილი დეპუტატია. ის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძვანელობდა, როცა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში ბრალი წარუდგინეს. მაშინ გაავრცელეს ჩანაწერი, სადაც გელბახიანი საუბრობს არჩევნების მეორე დღეს, 6 იანვარს მასობრივი არეულობის ინსპირირებაზე და ერეკლე კოდუას, შესაბამისი ფინანსური და პოლიტიკური გარანტიების მიღების სანაცვლოდ, შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას თხოვს.
გელბახიანს 2008 წელს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, 2012 წლის თებერვალში კი, საზღვარზე შემოსვლისას დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 34 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. 29 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ის უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი განცხადებით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებს და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.
გუშინ, 2 ნოემბერს, სააკაშვილი ანალიზების ჩაბარებას ისევ დათანხმდა, ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ განაცხადა.
28 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა ქართული ოცნება ამაზე უარს ამბობს. ხელისუფლების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს სწორედ ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანენ. ამის წინააღმდეგია ექსპრეზიდენტი და ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები