ხაზარაძისა და ენმ-ის ზოგიერთი წევრის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვება საერთო ოპოზიციურ ბრძოლას დააზიანებს — ნაკაიძე
ფოტო: ევროპული საქართველო
პარლამენტის დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვება საერთო ოპოზიციურ ბრძოლას დააზიანებს. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები ოპოზიციამ ერთობლივად უნდა მიიღოს.
"მამუკა ხაზარაძის მიერ დემონსტრაციაზე მანდატის დატოვების შესახებ განცხადება და თუნდაც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრის პარლამენტის წევრობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება პირველ რიგში, არის მათი პირადი გადაწყვეტილება, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილების ამ ფორმით მიღება საერთო ოპოზიციურ ბრძოლას არათუ არ წაადგება, არამედ, დააზიანებს კიდეც. თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში, ან რაიმე შედეგს გვაძლევს პარლამენტის დატოვება, ამას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები, რისკების შეფასება და ყველა შესაძლო სცენარის გააზრება. ამ ბრძოლაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წარმოადგენს დიდ პოლიტიკურ ძალას და ვინ — პატარას. თუ ვსაუბრობთ შედეგებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე, მაშინ ყველას აზრი თანაბრად უნდა იმსახურებდეს ყურადღებას", — წერს ის Facebook-ზე.
ამასთან, ნაკაიძე აღნიშნავს, რომ საკანონდმებლო ორგანოში ოპოზიციონერი დეპუტატების არარსებობა ქართული ოცნებისთვის იქნება საფუძველი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდეს.
"დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არა 5%-იანი, არამედ, დაბალი ბარიერით. ამის პირობა ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ კვლავ დადო. აქ საკითხი არ ეხება იმას, თუ რამდენად ვენდობით ივანიშვილის მარიონეტების პირობას, ისევე როგორც მრავალ მოქალაქეს, მეც მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ "ოცნება" აქაც შეეცდება საკითხის ჩაგდებას და მისთვის საკეთილდღეოდ შეტრიალებას, მაგრამ ამჟამად, მანდატების დატოვება და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 დეპუტატის ფიზიკურად არარსებობა პარლამენტში, მათ აძლევს საფუძველს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა მთლიანად ოპოზიციას გადააბრალოს", — აცხადებს ნაკაიძე.
ნაკაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან გარდაცვალება იქნება ლაქა, რომელსაც სახელმწიფო ვერ ჩამოირეცხავს. მისივე თქმით, ასე რომ არ მოხდეს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ნაბიჯის აწონ-დაწონვაა საჭირო.
1-ელ ნოემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.
31 ოქტომბერს, პარლამენტთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. სააკაშვილის მოწოდების შემდეგ იგივე გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემაც მიიღეს. სადეპუტატო მანდატზე უარს ამბობს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც, თუმცა მან თქვა, რომ მანდატზე უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებისთანავე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები