სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე შესაბამის თანამდებობის პირებსა და ივანიშვილს ვაკისრებთ — ნაცვლიშვილი
ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge
ლელოს ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც. მისი თქმით, ფრაქცია ლელო საპარლამენტო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას არ აპირებს.
"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ უმძიმესი იქნება შედეგები ქართული სახელმწიფოსთვის, თუ ისინი არ მოეგებიან გონს და არ იმოქმედებენ კანონისა და სახლემწიფოს ინტერესის შესაბამისად. ამ ვითარებაში ჩვენ ცხადია არ ვაპირებთ გავაგრძელოთ საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, იმ პროცესს, რაც მიმდინარეობს და რაც შექმნა ხელისუფლებამ, არანაირი კავშირი არ აქვს არც მართლმსაჯულების განხორცილებასთან და არც სამართლის იდეასთან. ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ და ამას ადასტურებს არა მხოლოდ სამართლებრივი დეტალები, არამედ ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები აკეთებენ.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გაუმკლავდეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინაშე არსებულ რისკებს, რასაც ხელისუფლება ჯიუტად არ აკეთებს კანონისა და პრაქტიკის საწინააღმდეგოდ. იცით, რომ აქამდე ათობით პარლამენტი გადაუყვანიათ ჯანმრთელობის რისკების გამო სწორედ სამოქალაქო კლინიკაში", — აღნიშნა დეპუტატმა.
დღეს ფრაქცია ლელომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მიიღოს პლენარულ სხდომებში მონაწილეობა მანამ, სანამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული არ იქნება. ამის შესახებ დეპუტატმა, სალომე სამადაშილმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის განაცხადი, რომელიც როგორც ხელისუფლებამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა ქვეყნაში არსებული სერიოზული კრიზისის შესახებ გაფრთხილებად უნდა მიიღონ.
ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.
ამის შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ნონა მამულაშვილმა და ანა წითლიძემ. პარლამენტს დატოვებს ლევან ვარშალომიძეც. სადეპუტატო მანდატზე უარს ამბობს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც. მანამდე, 31 ოქტომბერს გამართულ აქციაზე ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიიღო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება.
მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. 29 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ის უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებს და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.
მანამდე, 28 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებას მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები. თუმცა ისინი ამაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს სწორედ ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანენ. ამის წინააღმდეგია ექსპრეზიდენტი და ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები