მედიას რიგ შემთხვევებში თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა — კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
ფოტო: იზაბელა მოდებაძე / On.ge
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას ჟურნალისტებს და ოპერატორებს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა. კოალიციის განმარტებით, მედიის წარმომადგენლები თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ან/და თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში. სამართალდამცველები კი მათი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას და ხელშემშლელი გარემოებების ეფექტურ აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფდნენ.
"საარჩევნო დღის დასაწყისშივე, მაღალი თანამდებობის პირები ტრადიციულად გამოხატავდნენ უარყოფით დამოკიდებულებას და უხეშად ესაუბრებოდნენ ჟურნალისტებს თავიანთ საჯარო გამოსვლებში. მაგალითად, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლის მთავარი არხის ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა. ნაციონალური მოძრაობის ზონდერად მოიხსენია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი პარლამენტის წევრმა დაჩი ბერაიამ", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, მაღალი თანამდებობის პირების აგრესია კვლავაც მყისიერად აისახა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ქცევაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების კოორდინატორები საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ისინი ჟურნალისტებს აქტივისტებს, ზონდერებს, დეზინფორმატორებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უწოდებდნენ.
"აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლების შევიწროვება ხდებოდა, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე. ზოგიერთი ინციდენტისას ე.წ. კოორდინატორები ცდილობდნენ დაეფარათ მათი ვინაობა და ამომრჩეველთა ნებაზე კონტროლის ფაქტები, ზოგჯერ საარჩევნო კომისიის წევრები ავლენდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების არასაკმარის ცოდნას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე:
- თბილისში, გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი;
- გადააგდე, თორემ გადაგატეხავ თავზე! — მარტვილში, 31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა;
- ტელეკომპანია TV პირველის გადამღებ ჯგუფს რუსთავში საარჩევნო უბანთან მყოფმა პირმა, სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდამჭერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;
- ზუგდიდში საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების კოორდინატორები ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ;
- ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ ნინო ჩაკვეტაძეს, მარტვილში მე-2 საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ;
- ტელეკომპანია TV პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების მხარდამჭერმა მათ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება;
- TV მედია ცენტრის ჟურნალისტის გიგა გელხვიიძის ინფორმაციით, ქუთაისში მე-14 საარჩევნო უბანზე მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ;
- ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ქუთაისში მათ გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილი პირები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
- ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს საარჩევნო უბნის წარმომადგენელი სიტყვიერად დაუპირისპირდა;
- ტელეკომპანია TV პირველის ინფორმაციით ქართული ოცნების აგრესიულად განწყობილმა დამკვირვებელმა მათ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა;
- ბათუმში, ერთ-ერთ უბანზე TV 25-ის გადამღები ჯგუფისთვის კამერის დაზიანება სცადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება;
- ასევე, ბათუმში, ჟურნალისტ თეო ფუტკარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება;
- ქუთაისში, მე-15 უბანზე On.ge-ის ჟურნალისტს, იზაბელა მოდებაძეს აგრესიულად განწყობილმა პირმა მუშაობაში ხელი შეუშალა, მისი ტექნიკის დაზიანება სცადა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა;
- გონიოში ტელეკომპანია ფორმულას და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან ფორმულას ჟურნალისტს კაცი თმაში წვდა და შეაგინა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გაუწევს;
- ფოთში ქართული ოცნების აგრესიულად განწყობილი აქტივისტები მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
- სოფელ ზემო მესხეთში ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
- მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას სენაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტს ტელეკომპანია პოსტ TV-ის წარმომადგენელი მიზანმიმართულად უშლიდა ხელს მუშაობაში.
- ჩვენი დრო მოვიდა, ჩვენი! — სავარაუდოდ ქართული ოცნების აგრესიულმა მხარდამჭერმა ფორმულას ჟურნალისტს მარტა ქურასბედიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა საარჩევნო უბნებზე:
- ქარელის მუნიციპალიტეტში, მე-2 საარჩევნო უბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი TV მონიტორინგის ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთა განცხადება და წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა. ფაქტთან დაკავშირებით კი დაწყებულია გამოძიება;
- გურიანიუსის ინფორმაციით, სენაკის პირველი საარჩევნო უბნიდან მათი ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოაძევა, ჟურნალისტს არ მიეცა უბანზე დაბრუნების და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. მომხდარის თაობაზე კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ — საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ მოამზადა საჩივარი.
კოალიცია მედიის ადვოკატირების განცხადებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტების შესამცირებლად ზომები მიიღონ. ამასთან მოხდეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
გამოვლენილი დარღვევების ფონზე, კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად ღია განცხადებები გააკეთოს.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პრემიერ მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატონ მოსაზრებები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეაფასოს საუბნო და საოლქო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ქცევის წესების შესრულების ხარისხი და მიიღოს სათანადო ზომები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით", — ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.
შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ოპოზციის თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ და არჩევნებს "გაუქმებული" უწოდა. მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და "ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები