ღარიბაშვილს მტკიცებით, თვითმკვლელობაზე საუბრისას ის არ უგულისხმია, რაც საზოგადოებამ გაიგო
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრი, რომელმაც გუშინ ექსპრეზიდენტზე საუბრისას თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ, ახლა ამტკიცებს, რომ ის არ უგულისხმია, რაც საზოგადოებამ გაიგო. კრიტიკის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას არა თვითმკვლელობა, არამედ შიმშილობა უნდა ეთქვა. თუმცა პრემიერი არ ამბობს, რომ სიტყვა შეეშალა და ირწმუნება, რომ მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
"მე გუშინ, საზოგადოებას მინდა რომ გავუმარტო, ბუნებრივია, ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია არის განსაზღვრული კანონმდებლობაში და სწორედ ამაზე მქონდა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზეც და შემდეგ შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა ჩემი ნათქვამის. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, მათ შორის, დაკავებულის თუ პატიმრის უფლება არის შიმშილობა და მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
თუმცა, სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას ღარიბაშვილმა რამდენჯერმე ახსენა თვითმკვლელობა და თქვა, რომ ადამიანებს ამის უფლება აქვთ და სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს სააკაშვილის შიმშილობაზე და "რა შეიძლება იყოს ფინალი", პასუხად კი პრემიერმა განაცხადა:
"ფინალი არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს... ის კი არა, უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას".
საუბრისას ერთ-ერთმა წამყვანმა აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რასაც ღარიბაშვილი ასე პასუხობს: "დავემხარებით, გადავიყვანთ საჭირო დროს, საჭიროების შემთვევაში, გლდანის საავადმყოფოში"
ამავე თემაზე:
- რა ამაზრზენი და უზომოდ უპასუხისმგებლოა — იან კელი თვითმკვლელობის შესახებ ღარიბაშვილის განცხადებაზე
- ღარიბაშვილის რიტორიკა ცხადყოფს, რომ "ოცნება" სრულიად ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს — ბოკერია
- ღარიბაშვილმა ღიად თქვა სააკაშვილზე, მოკვდესო — ხოშტარია
- ნაცვლიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სამართლებრივად სრული ტყუილია, პოლიტიკურად — სრული თვითლუსტრაცია
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები