"ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი" — მეუფე გრიგოლი სააკაშვილს შეხვდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
"მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი" — ეს განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილი სუსტად გრძნობს თავს, თუმცა მხნეობას არ კარგავს. კითხვაზე, რა ცვლილებები შეამჩნია მან სააკაშვილს, ის პასუხობს:
"ეტყობა, სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა ცოტა შენელებულია, თქვენ იცით ახლა, როგორ ტყვიასავით არის".
მისივე თქმით, სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხს ასეთი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყვებოდა. მიტროპოლიტი დასძენს, რომ სააკაშვილის ბედი გარკვეულწილად სახელმწიფოს ბედსაც უკავშირდება. მისი თქმით, აუცილებელია, ზღვარი გაივლოს პირად წყენასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის.
"ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდევაც თანასწორი, მაგრამ ის, რომ ჩვეულებრივი პატიმარია... ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი, არაჩვეულებრივი პატიმარია", — ამბობს ის.
რაც შეეხება შიმშილობას, სასულიერო პირი აცხადებს, რომ სააკაშვილს ამ თემაზე საუბარიც კი არ სურს.
"მან იცის, რატომ შიმშილობს და მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე საუბარს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მიზეზთა გამო და ზოგადად ასე ბრძანა მან, გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარებაზე...", — აცხადებს ბერბიჭაშვილი.
მიტროპოლიტი გრიგოლი საყოველთაო შერიგების იდეასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ განხორციელდება მანამ, სანამ საზოგადოებაში ღირებულებითი შეუთანხმებლობა და პოლარიზაცია არ დასრულდება.
ციხეში შესვლამდე ბერბიჭაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს წმინდა წერილი უნდა გადასცეს. მან ასევე თქვა, რომ ციხეში პატიმრის მონახულება სასულიერო პირის როგორც უფლება, ასევე ვალდებულებაცაა.
აქამდე, მიხეილ სააკაშვილს ციხეში სხვა სასულიერო პირებიც შეხვედრიან. 13 ოქტომბერს მის მოსანახულებლად ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი შევიდა. ექსპრეზიდენტთან შესახვედრად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 15 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკიც იმყოფებოდა.
მანამდე, 7 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას რამდენიმე სასულიერო პირმა მოაწერა ხელი, თუმცა, მათ შორის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი არ არის.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 29-ე დღეა შიმშილობს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები