წინასაარჩევნო ფეისბუქკამპანია და ნეგატიური გზავნილები ქართული ოცნებისა და ენმ-ის წინააღმდეგ
ფოტო: Alex Castro / The Verge
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე მკვეთრად ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა. როგორც სამართლიანი არჩევნების (ISFED) ანგარიშში ვკითხულობთ, პოლიტიკოსებთან ერთად, დისკრედიტაციული გზავნილების სამიზნეებად რჩებოდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები და ნაწილობრივ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ISFED-ის საანგარიშო პერიოდში, ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე 780 პოსტი გამოქვეყნდა, ხოლო ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე — 530. ISFED აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მომხმარებელთა ინტერაქცია ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ განთავსებული პოსტებისას.
ISFED-ის განცხადებით, შესწავლილ პერიდოში გვერდებზე დასპონსორებული პოსტები ქართული ოცნების სასარგებლო და ენმ-ის საწინააღმდეგო გზავნილებს მოიცავდა. გვერდების ნაწილზე პოზიტიური კამპანია წარიმართებოდა კახა კალაძის სასარგებლოდ. გვერდზე "Samegrelo Times სამეგრელო თაიმსი" რეკლამის სახით განთავსდა ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას მადისკრედიტირებელი ვიდეო.
ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების დისკრედიტაციის სამიზნეს წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის შედეგებსაც ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ. ზიარდებოდა პრობლემური ოქმების ფოტოები, რასაც გვერდები არჩევნების გაყალბების დასტურად წარმოადგენდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი წარმომადგენლები კი ქართულ ოცნებას დაქვემდებარებულად იყო წარმოჩენილი.
ფოტო: ISFED
ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გვერდების სამიზნეს წარმოადგენდნენ ქართული ოცნების მერობის კანდიდატები, კახა კალაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. ნეგატიური გზავნილებით შეფასდა, აგრეთვე, ტელეკომპანია იმედის განცხადება საგანგებო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე. სამართლიანი არჩევნების თქმით, ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე, პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი კამპანია მიმდინარეობდა.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების ძირითად სამიზნეს, აქ დისკრედიტაცია მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობა წინააღმდეგ იყო მიმართული. ISFED აცხადებს, რომ ქვეყნდებოდა პოსტები ყოფილი ხელისუფლების პერიოდში გახმაურებული ძალადობრივი საქმეების შესახებ. მათ შორის, ფეისბუქგვერდები აქტიურად ავრცელებდნენ სენსიტიურ ვიზუალურ მასალას, რომელიც შეიცავდა ძალადობის ნიშნებს. სამართლიანი არჩევნების ცნობით, მნიშვნელოვნად გააქტიურდა გვერდი "არქივი", რომელიც ენმ-ის ხელისუფლებისდროინდელ საარქივო მასალას რეკლამების სახით ათავსებდა. მათივე თქმით, გვერდი დაკავშირებულია ია მეტრეველის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან "დავასრულოთ".
ფოტო: ISFED
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გამოიკვეთა სამი გვერდის — "გლდანელი", "აგიტატორი" და "ვარკეთილი" — სავარაუდო კოორდინირებული მოქმედება. ამასთანავე, გვერდი "აგიტატორი" დაკავშირებულია ხელისუფლების მხარდამჭერ გვერდთან "ივანიშვილის მხარდამჭერები".
ანგარიშის მიხედვით, ანტიოპოზიციურ გვერდებზე დისკრედიტაციის სამიზნეს ნიკა მელიაც წარმოადგენდა. ფეისბუქგვერდების ნაწილზე ვრცელდებოდა ნარატივი, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის კონფლიქტია. ნეგატიური პოსტების ნაწილი მიემართებოდა ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას.
ფეისბუქის გარდა, პოლიტიკური კამპანია მცირე მასშტაბებით წარიმართებოდა ტიკტოკზეც. ISFED-ის განცხადებით, საანაგრიშო პერიოდში გამოიკვეთა პარტიების — 4, პოლიტიკური ლიდერის — 1, ოპოზიციის მხარდამჭერი — 7, ქართული ოცნების მხარდამჭერი — 2, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი — 4, ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი — 6 და ცრუ მედიის ტიპის 5 ანგარიში. გავრცელებული გზავნილები მეტწილად ემთხვეოდა ფეისბუქზე გარვცელებული პოსტების შინაარსს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები