5 აპლიკაცია, რომელიც მიმოწერისა და ფოტოების დამალვაში დაგეხმარებათ
ფოტო: ESB Professional / Shutterstock
ჩვენი ცხოვრება უამრავი საიდუმლოთია სავსე. თანამედროვე დროში ფლირტი, ფოტოების გაგზავნა და სექსუალური მიმოწერა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, თუმცა ვარსკვლავების თავს დატრიალებული ამბების შემდეგ ადამიანებს განცდა გაუჩნდათ, რომ მათი პირადი მიმოწერა და სოციალურ ქსელში აქტიურობის მონაცემები დაუცველია. ასეც რომ არ იყოს, არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ ტელეფონი ვინმეს ხელში აღმოჩნდება და საიდუმლოს შემთხვევით წააწყდება. ეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი თანამოსაუბრისა თუ პარტნიორის პირადი მონაცემების უსაფრთხოებასაც ეხება, ამიტომ საჭიროა თქვენი ტელეფონის დაცვა.
ამისათვის არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციის დამალვაში დაგეხმარებათ. ჩვენ ხუთ საუკეთესოს გაგაცნობთ.
1. Private Photo Vault
ფოტო: APP STORE/SCREENSHOT
ამ პროგრამის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ უცხო თვალისგან ფოტოებისა და ვიდეოების დამალვას. ამისათვის საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა, სისტემის მთავარი ალბომიდან ფოტოების პროგრამის ბაზაში გადატანა და პაროლის დადება.
გადმოწერეთ: Apple Store-დან და Google Play-დან;
2. Best Secret Folder
ფოტო: SCREENSHOT/APP STORE
ამ პროგრამის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ ფოტოებისა და ვიდეოების ისე შენახვას, რომ თქვენ გარდა ვერავინ ნახავს. აღნიშნული პროგრამის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი შემჩნევა სპეციფიკური ლოგოს გამო უცხო თვალისთვის ძალიან რთულია. რაც მთავარია, პროგრამა სანდოა და App Store-ში მისი რეიტინგია 4+.
გადმოწერეთ: App Store-დან;
3. Vaulty
ფოტო: SCREENSHOT/GOOGLE PLAY
აღნიშნული პროგრამის მთავარი მისია იგივეა, რაც წინა ორის, თუმცა მას სხვა უპირატესობაც გააჩნია. თუკი ტელეფონს დაკარგავთ ან გაგიფუჭდებათ, Photo Vault-ისა და Best Secret Folder-ისგან განსხვავებით, შეგეძლებათ აღადგინოთ ნებისმიერი დაკარგული ფაილი და საიდუმლოდ შენახული ყველა ფოტო თუ ვიდეო დაიბრუნოთ.
გადმოწერეთ App Store-დან და Google Play-დან;
4. Vault for iOS
ფოტო: SCREENSHOT/APP STORE
თუ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს არ ენდობით და უფრო მეტი გარანტიები გჭირდებათ, მაშინ შეგიძლიათ Vault for iOS გადმოწეროთ, რომელსაც ფოტოებისა და ვიდეოების შენახვის გარდა, ალბომის თითის ანაბეჭდით დაცვის ფუნქციაც აქვს.
ამას გარდა, პროგრამას სხვა დამატებითი სერვისებიც გააჩნია, თუმცა მათით სარგებლობა ფასიანია და თვეში $1,99 ღირს, ხოლო წლიურად $19,99 დაგიჯდებათ.
გადმოწერეთ App Store-დან;
5. Vault for Android
ფოტო: SCREENSHOT/GOOGLE PLAY
ეს პროგრამა ზემოთ ხსენებული Vault for iOS-ის კლონი ნუ გეგონებათ. მისგან განსხვავებით, ამ პროგრამას Recover-ის ფუნქციაც გააჩნია. პლუს, მისი ჩაწერის შემდეგ პროგრამა თქვენს კედელზე კალკულატორის ხატულით გამოჩნდება, რაც მის უსაფრთხოებას ზრდის. ამას გარდა, პროგრამაში ინტეგრირებულია სპეციალური ბრაუზერი, რომელიც იმ კონტენტის დასათვალიერებლად ან გადმოსაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც ჩვეულებრივი ბრაუზერით ვერ გარისკავდით.
ამ პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ Google Play-დან;
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები