უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილის უფლებების დარღვევებზე უკრაინის პრეზიდენტს, ელჩებს, ევროპარლამენტს მივმართავ
ფოტო: კადრი ვიდეოდან /რადიო თავისუფლება
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ დააფიქსირა მისი უფლებების დარღვევები რის შესახებაც აცნობებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს.
"მე შემიძლია ვთქვა, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების უფლება, პროცესუალური უფლებები, აღმსარებლობის უფლება, რადგან მოჰყავთ ის სასულიერო პირები, ვინც სურთ და არა ისინი, ვისაც ითხოვს. უკრაინაში ჩასვლისთანავე ამ ინფორმაციას მივაწვდით ევროპული ქვეყნების ელჩებს. დავწერ ჩემს ანგარიშს ევროპულ პარლამენტისთვის, რაც ვნახე და დავასკვენი. შევხვდები საქართველოს ომბუდსმენს და ერთობლივ პოზიციას შევაჯერებთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, უკრაინაში მოვითხოვ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომ ვაცნობო ის ინფორმაცია, რაც მივიღე, მათ შორის, პირადად მიხეილისგან", — განაცხადა მან.
დენისოვა განმარტავს, რომ სააკაშვილი ითხოვს სასამართლოზე საჯარო განხილვის უფლებას, რაც აქამდე უზრუნველყოფილი არ არის, რითიც ირღვევა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-6 თავი.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობას, დენისოვა ამბობს, რომ აპირებს მიმართოს იუსტიციის სამინისტროს, რათა საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანონ. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ პენიტენციურ სამსახურს ამ კლინიკასთან ხელშეკრულება აქვს და სხვადასხვა დროს იქ არაერთხელ გაუგზავნია პატიმრები.
როგორც დენისოვა ამბობს, სააკაშვილის სანახავად ჩამოსულია უკრაინელი ექიმიც და იმედი აქვს, რომ დღეს ან ხვალ დილიდან შეუშვებენ და შეძლებს მის გასინჯავს. მისივე თქმით, სააკაშვილმა განუცხადა, რომ ციხის კლინიკაში არ გადავა, რადგან სიცოცხლისთვის უსაფრთხოდ არ მიაჩნია.
"კოლონიის ეზოში არის რეანომობილი, თუმცა სარეანიმაციო ბრიგადას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სისხლის გადასხმა და გულის მასაჟი, მაგრამ თუ საჭირო იქნება სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციონირების აღდგენა, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ და საავადმყოფომდე მიყვანასაც სავარაუდოდ ვერ მოახერხებენ, ჩვენ კი ვიცით, რომ დღეს შიმშილობის 27-ე დღეა და ეს შესაძლებელია", — აცხადებს ის.
გარდა ამისა, დენისოვამ ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები შეუქმნეს. კერძოდ, დაკითხეს და რამდენიმე ზარი დასჭირდა იმისთვის, რომ შემოსულიყო. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.
"თქვენ მკითხეთ იმაზე, რომ გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ, გუშინ ეს არ ვთქვი და არ მინდოდა დილით მეთქვა, რომ უცებ ციხეში შესვლაზე უარი არ ეთქვათ. გუშინ 40 წუთი მეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვედი საქართველოში, გამომკითხეს და დამაყოვნეს. მხოლოდ რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს. ამიტომ, როგორც ჩანს ყველაფერი მარტივად არ არის", — განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 27-ე დღეა შიმშილობს.
ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.
სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები