დვალი და აქიმიძე: რ2-ის მოვლენებში ენმ და ქართული ოცნების მთავრობა მონაწილეობს
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ, სადაც მათი მოსაზრებაა გადმოცემული ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.
მათ წერილში საუბარია იმაზე, რომ ტელევიზიის გადანაწილება ძირითადად ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარეობს, ხოლო, ქიბარ ხალვაშის როლი ნაკლებად იკვეთება:
"ამ მოვლენებში ქიბარ ხალვაშის როლი, რომელიც საქმის გადაწყვეტას სტრასბურგის სასამართლოში ელის, აქტიურად არ იკვეთება. შესაბამისად, მას არ შევეხებით. ეს მოვლენები ძირითადად სამ მოქმედ პირს (ორად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნების მთავრობა) შორის მიმდინარეობს".
განცხადებაში დამფუძნებლები ტავიანთ მოსაზრებას წერენ, თუ რა სურს თითოეულ მხარეს, რუსთავი 2-თან მიმართებით:
"მოძრაობის ორივე ფრთის სურვილი მარტივი გასაგებია: ორივეს სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის".
დვალი და აქიმიძე არ გამორიცხავენ, რომ ქიბარ ხალვაში წარმოადგენდეს ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ უკანონოდ დროებით გამოყენებულ მხარეს:
"ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სამართლიანობის აღდგენა რუსთავი-2-ის საქმეში შეუძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ შუალედური მფლობელის ინტერესების აღდგენით, მაშინ, როდესაც დანაშაულის პირველი მსხვერპლი სრულიად იგნორირებულია პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველების მიერ".
განცხადებაში საუბარია ნაციონალური მოძრაობის შიგნით არსებულ სიტუაციაზე და მათი გაყოფის ზეგავლენაზე:
"ნაცმოძრაობის მინიმუმ, ორ ფრთად გაყოფა სრული ინფორმაციის ფლობის გარეშე რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად არაფორმალურია, თუმცაღა ის ოფიციალურად გაფორმებულია. შესაბამისად, გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა რუსთავი-2-ის ამ ორი ძალის მიერ გაყოფის საკითხი".
რუსთავი-2-ის ფსევდოოპოზიციურ ტელევიზიად არსებობა მთავრობასაც ხელს აძლევს და ნაც. მოძრაობის ორივე ფრთასაც.
დამფუძნებლების განცხადებაში წერია, რომ რუსთავი-2-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ იკვეთება დღევანდელი მთავრობა:
"რა სურს მთავრობას? მთავრობას სურს შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია. რა თქმა უნდა, ოცნებას ესმის, რომ ამ სიტუაციაში რუსთავი-2-ზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდება და ალბათ არც იქმნიან ამის ილუზიას. მაგრამ ეს არც არის საჭირო, ვინაიდან ოცნების და ნაც. მოძრაობის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა. საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა!
რუსთავი-2-ის ფსევდოოპოზიციურ ტელევიზიად არსებობა მთავრობასაც ხელს აძლევს და ნაც. მოძრაობის ორივე ფრთასაც: ოპოზიციური ტელევიზია, განსაკუთრებით, თუკი ის არაობიექტურია, ერთი მხრივ, გამაღიზიანებელია ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის და მეორე მხრივ, მას ყოველთვის შეგიძლია დააბრალო, რომ ის მიკერძოებულია.
სამივე მხარეს კარგად ესმის, რომ ტელევიზიას მხოლოდ მაშინ აქვს შანსი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თუკი ის დამფუძნებლებს დაუბრუნდება. სამივე მხარე მაქსიმალურად შეეცდება, ეს არ დაუშვას.
სწორედ ამ მიუკერძოებელი ტელევიზიის შიშით აიხსნება ის, რომ სამივე მხარე სრულ იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლებს. ამას გარდა, აშკარაა ფარული მცდელობა - საზოგადოებას შეუქმნან აზრი, თითქოს დამფუძნებლები ერთ ან მეორე მხარესთან არიან აფილირებული.
ამ ყველაფრის ფონზე რასთან გვაქვს დღეს საქმე? აშკარაა, რომ სამიდან, მინიმუმ, ორი მხარე, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება ქართული ოცნება, ერთმანეთს გაურიგდა ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებაზე. ამ გარიგების ჩრდილოვანი ფინანსური მხარის მასშტაბები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რუსთავი-2-ის მოქმედი დირექტორის მიერ საჯაროდ გაჟღერებული მისთვის შეთავაზებული 10 მილიონიდან გამომდინარე.
მართლაცდა, ერთი შეხედვით, დემოკრატიულად გამოიყურება შეთავაზება, რომ წილები თანამშრომლებზე გადანაწილდეს. ამ სვლას, სავარაუდოდ, დაერთვება გარეშე მარეგულირებელი "მიუკერძოებელი" საბჭოს, ან ბორდის შექმნა, რაც შექმნის სრული დემოკრატიულობის ფასადს. სინამდვილეში გასაგებია, რომ შეუძლებელია ნაქურდალის გადანაწილებით რაიმე დემოკრატიულის მიღება, ისევე, როგორც, მაგალითად, ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების “ყველასთვის” დარიგებას არ მოუტანია არც სამართლიანობა და არც დემოკრატია. ამ უკანონოდ ჩამორთმეული წილების მორიგი გადანაწილებით მივიღებთ შემდეგს. ტელევიზიას გააკონტროლებენ მხოლოდ თამაშის წესების მიმართ ლოიალური ადამიანები. ასევე დაკომპლექტდება ბორდი ლოიალური ფსევდოოპოზიციური “ინტელექტუალებით”, ვინაიდან შეუძლებელია საღად მოაზროვნე პატიოსანმა ადამიანმა აიღოს ნაქურდალიდან წილი, ან მონაწილობა მიიღოს ნაქურდალი ტელევიზიისთვის დემოკრატიული ფასადის შექმნაში. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დიდი მორალური დანაშაულია, ვიდრე თვით ქურდობის ფაქტი".
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები