ცესკომ არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციები მიმოიხილა, რის შემდეგაც თავად დაადანაშაულეს დეზინფორმაციაში — რა მოხდა
5 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს გავრცელებული დეზინფორმაციები მიმოიხილა, რის შემდეგაც თავად დაადანაშაულეს დეზინფორმაციაში. კერძოდ, მოძრაობა სირცხვილიას მიერ დაფუძნებული სამოქალაქო საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ცესკომ მაყურებელი, სავარაუდოდ, გამიზნულად შეიყვანა შეცდომაში.
საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა, თორნიკე გოგისვანიძემ სხვადასხვა ყალბ ამბავზე ისაუბრა. მათ შორის აღმოჩნდა სამოქალაქო საარჩევნო კომისიის სახელით შექმნილი ყალბი გვერდის პოსტიც. გოგისვანიძემ ისე განიხილა ამ პოსტის დეზინფორმაციული შინაარსი, რომ არც კი უხსენებია, გვერდი სამოქალაქო საარჩევნო კომისიას რომ არ ეკუთვნოდა და დეზინფორმაცია მათ არ გაუვრცელებიათ.
"იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა წყარო ავრცელებდა არასწორ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ანდა ცრუ მონაცემებს პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. იყო დისკრედიტაციის და სიძულვილის ენის არაერთი შემთხვევა. ჩვენ დღეს რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას", — თქვა გოგისვანიძემ და პირველივე მაგალითად სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ყალბი ფეისბუქგვერდის პოსტი მოიყვანა. შემდეგ კი სხვა თემაზე ისე გადავიდა, რომ ამ გვერდზე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
რა ვიცით ყალბი გვერდების შესახებ
მითების დეტექტორის განცხადებით, ფეისბუქზე სამოქალაქო საარჩევნო კომისიის სახელის მქონე 3 ყალბი გვერდი შეიქმნა, რომლებიც არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებდნენ. სწორედ ამ სამი გვერდიდან ერთ-ერთის პოსტი გამოიყენა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
მითების დეტექტორის ცნობით, დეზინფორმაციების გამავრცელებელი ეს ფეისბუქგვერდი 25 სექტემბერს შეიქმნა და 65 მოწონება და 67 გამომწერი ჰყავს. მათმა მონიტორინგმა გამოავლინა, წინასაარჩევნო პერიოდში განთავსებული მათი ყველა პოსტი გადატანილია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალური გვერდიდან, არჩევნების დღეს კი, გაავრცელეს დეზინფორმაციული შინაარსის პოსტები. მათივე განცხადებით, ყალბი ინფორმაცია არც სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალურ ფეისბუქგვერდზე და არც მათ ვებგვერდზე არ იძებნება.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ყალბი ფეისბუქგვერდი
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ყალბი ფეისბუქგვერდი
ამასთანავე, მითების დეტექტორის განცხადებით, ყალბ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და თანდართული ფოტოები ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს აცდენილია.
"მაგალითისათვის, ხსენებულ პოსტს ქუთაისში უბნების დაგვიანებით გახსნის შესახებ ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაღებული ფოტო აქვს დართული, ხოლო პოსტს ქობულეთში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების უბნებიდან გაძევების შესახებ ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ გაჰყავს ის პოლიციას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან 2019 წლის 19 მაისს", — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
რას ამბობს სამოქალაქო საარჩევნო კომისია
5 ოქტომბერს სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს უპასუხა, განმარტა, რომ ბრიფინგი დეზინფორმაციულია, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და პოსტი ყალბ გვერდს ეკუთვნის. მათ აღნიშნეს ისიც, რომ ცესკომ მათი რეალური გვერდის მისამართი იცის, რაც სხვა განცხადებებით დასტურდება.
"ჩვენი ოფიციალური გვერდი არის მხოლოდ ეს, ამის შესახებ მითითებული გვაქვს ჩვენს ვებ-გვერდზეც, https://cec.org.ge/ სადაც უამრავი დარღვევა გამოვაქვეყნეთ არჩევნების დღეს, მათ შორის, წინასწარ შევსებულ შემაჯამებელ ოქმზე ქუთაისში, რომელსაც თქვენ მალევე გამოეხმაურეთ და აღიარეთ, რომ ეს ნამდვილად დარღვევაა და გექნებათ შესაბამისი რეაგირება. ამით, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ კარგად იცნობთ ჩვენს ოფიციალურ გვერდსაც და ვებგვერდსაც, და სავარაუდოდ, გამიზნულად შეგყავთ თქვენი მაყურებელი შეცდომაში, ამის მაგალითიც არაერთხელ გვაქვს ნანახი ჩვენი პროექტის დაწყების წუთიდან", — წერს სამოქალაქო საარჩევნო კომისია.
რას ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცესკოს ამ განცხადებისთვის არ უპასუხია. უწყებას მივმართეთ კითხვით, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვერდი რომლის სქრინიც ვიდეოში გამოიყენეს, ყალბია. პასუხად კი გვითხრეს, რომ ვერ გადაამოწმებდნენ გვერდი ნამდვილი იყო თუ არა. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მათი თქმით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა იმაზე, რომ იმ პოსტის პოსტის შინაარსი სიცრუე იყო.
ამავდროულად, ცესკოში არა მათ, არამედ სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყალბი გვერდი უნდა დაერეპორტებინათ.
"ჩვენ ვერ გადავამოწმებდით ამ გვერდის სინამდვილეს და არასინამდვილეს, რომ ნამდვილად სამოქალაქო საარჩევნო კომისია იყო. ანალოგიური გვერდები როცა ცესკოსი შეიქმნა, ჩვენ დავარეპორტეთ, შესაბამისად, სამოქალაქო კომისიასაც, ისეთი ვადებია აღწერილი, როდესაც ეს გვერდი შეიქმნა, შეეძლო დაერეპორტებინა და ჰქონოდა შესაბამისი რეაგირება. რა სახელწოდების გვერდითაც გავრცელდა ეს დეზინფორმაცია, ჩვენ სწორედ ის ინფორმაცია გამოვიყენეთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია", — აცხადებენ ცესკოში.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები