როგორ აფასებს ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია არჩევნებს
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
ENEMO-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეტწილად მშვიდ გარემოში ჩატარდა. მათი განცხადებით, უბნებზე ატმოსფერო ძირითადად იყო მშვიდი, თუმცა დამკვირვებლებმა რამდენიმე ადგილზე შენიშნეს ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები.
"ადგილობრივი არჩევნები გონივრულად კარგად ჩატარდა პანდემიის გამოწვევებისა და ახლად განხორციელებული ცვლილებების ფონზე. არჩევნების დღე შეუფერხებლად და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, პროცედურები ძირითადად დაცული იყო, თუმცა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევების შემთხვევები დაფიქსირდა.
ატმოსფერო უბნებზე ძირითადად მშვიდი იყო, თუმცა ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, განსაკუთრებით სოფლად, ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, მაგალითად ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება უბნებზე. უბნებზე არჩევნების შედეგების დათვლა ძირითადად გამჭვირვალე იყო, ესწრებოდნენ დამკვირვებლები და მიმდინარეობდა ვიდეო ჩაწერა. ცესკო აქვეყნებდა წინასწარი შედეგების დეტალებს საიტზე, რამაც ასევე გააუმჯობესა გამჭვირვალობა", — განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ENEMO-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოსა და კამპანიებზე. მათი შეფასებით, კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში, ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. ამასთან, მათი განცხადებით, დომინირებდა საერთო ეროვნული პოლიტიკური თემები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივი პრობლემების, მოქალაქეებისა და მათ თემის საჭიროებების შესახებ დისკუსიას, ხოლო ამომრჩევლებზე და კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების ბრალდებებმა ზიანი მიაყენა კამპანიას.
მათივე განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციითა და პოლიტიკური მოთამაშეების მიერ ღრმა უნდობლობით ერთმანეთის მიმართ.
"თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კამპანიაში განცხადებებით ან სხვაგვარად, რამაც რესურსების უთანასწორობასთან და სახელმწიფოს ხარჯებით დაფინანსებული ეროვნული თუ ადგილობრივი პროექტების პრეზენტაციებთან ერთად შექმნა უთანასწორო პირობები, უპირატეს მდგომრეობაში ჩააყენა მმართველი პარტია ბუნდოვანი გახადა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის", — აღნიშნულია ორგანიზაციის შეფასებაში.
საერთო ჯამში, მათი განცხადებით, არსებული კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალებას. 2021 წლის ივნისის ცვლილებები, რომლებიც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას, ENEMO-ს შეფასებით, ზოგადად პოზიტიური იყო და ითვალისწინებდა საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორების რეკომენდაციებს. თუმცა მათი მითითებით, შესაძლებელია სამართლებრივი ჩარჩოს კვლავ გაუმჯობესება ყოვლისმომცველი რეფორმით.
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გენდერულ უთანასწორობაზე. მათი განცხადებით, გენდერული უთანასწორობა შესამჩნევი იყო მერობის კანდიდატებში, რომელზეც სავალდებულო კვოტა საერთოდ არ ვრცელდება.
"სავალდებულო კვოტებს ზოგადად პოზიტიური გავლენა ჰქონდა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე, თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ შორსაა ქალთა შესაბამისი წარმომადგენლობისა თუ ქვეყნის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცხოვრებაში მათი არსებითი და მდგრადი პროაქტიული როლის მიმართულებით", — აღნიშნეს ENEMO-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე.
წაიკითხეთ ასევე:
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
კომენტარები