აგიტაცია, გაფუჭებული ბიულეტენები, დამკვირვებლების საქმიანობის შეზღუდვა — საარჩევნო კომისია დარღვევებზე
ფოტო: On.ge
სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესისას უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. დღის განავლობაში მსგავსი ფაქტები მათ საიტზე, cec.org.ge-ზე განთავსდება, ღამით კი ისინი პარალელური დამოუკიდებელი დათვლის შედეგებს გამოაქვეყნებენ.
მათი ჩამოთვლილი დარღვევების ნაწილი დამკვირვებლებისთვის საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა. გლდანში, დიდუბის 2 უბანსა და ჩხოროწყუს მე-16 უბანზე დაფიქსირდა, რომ დამკვირვებლებს რეგისტრატორებზე დაკვირვებისა და ფოტო/ვიდეო მასალის გადაღების საშუალება არ ეძლეოდათ. მაგალითად, კომისიის თქმით, რეგისტრატორების მაგიდები კედლებთანაა მიდგმული და ამიტომ დამკვირვებლები მათ უკან ვერ დგებიან.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ ისაუბრა იმაზეც, რომ საარჩევნო უბნებთან და ასევე, საარჩევნო ყუთის წამღები ორი კომისიის წევრისგანაც ხდებოდა პოლიტიკური აგიტაცია, როდესაც კონკრეტული პირები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ და ეუბნებოდნენ, ვისთვის მიეცათ ხმა. კომისია აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები ხორციელდება საარჩევნო უბნებიდან 100-მეტრიან რადიუსში, რაც კანონით აკრძალულია. მათი თქმით, პოლიტიკური აგიტაციის მაგალითი დაფიქსირდა ბოლნისშიც, სადაც საარჩევნო უბნის შენობაში მოქალაქეებს ქართული ოცნების პლაკატები გახვდათ გაკრული.
ბრიფინგზე ისაუბრეს დარღვევებზე თავად კომისიის წევრების მხრიდანაც. მათი თქმით, დედოფლისწყაროს შემთხვევაზე, როდესაც ამომრჩევლები პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებს სხვადასხვა კონვერტებში დებდნენ, კომისია ამაზე რეაგირებას არ ახდენდა. მათივე თქმით, დიდუბის მე-10 უბანზე კომისიის მდივანი საჩივრის რეგისტრაციაზე უარს აცხადებს.
კომისია შეეხო არაერთ გაფუჭებულ ან დაუმოწმებელ ბიულეტენსაც, როდესაც ამომრჩევლებს არასწორად მოხეულ ან ისეთ ბიულეტენებს აძლევდნენ, რომელსაც ბეჭედი არ აქვს დარტყმული. დაფიქსირდა მერისა და მაჟორიტარის ასარჩევად ერთნაირი ბიულეტენების დაბეჭვდის მაგალითი და მსგავსი ტიპის სხვა დარღვევები.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
გაიგე მეტი:
- ქუთაისში წინასწარ შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი განადგურდება — ცესკო
- ზუგდიდის 90-ე უბნიდან "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი გამოაძევეს
- მარგველაშვილი: სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმისთვის, რომ მან შექმნა მურუსიძე
- წალენჯიხაში, სადაც დიდი ალბათობით ლელოს კანდიდატი იმარჯვებს, საარჩევნო უბანი დაიხურა — ჯაფარიძე
- კუჭავა აღიარებს, რომ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მისვლით კანონი დაარღვია
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები