ნაკადის მომწესრიგებლები ხმამაღლა აცხადებდნენ ამომრჩევლის სახელსა და გვარს — საია
ფოტო: On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მეორდება შემთხვევა, როცა ნაკადის მომწესრიგებლის უკან ქართული ოცნების წარმომადგენელი ინიშნავს მისული ამომრჩევლების მონაცემებს, ზოგ შემთხვევაში კი ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს ამომრჩევლის სახელსა და გვარს. ამის შესახებ საიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასოციაციამ კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 10 საათის მდგომერეობით არსებული ინფორმაცია გაგვაცნო.
განცხადებიდან ვიგებთ, რომ საიას დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყების გამოძახება რამდენიმე უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს შემთხვევები, რომლებიც ზეპირი ან წერილობითი შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა, კერძოდ: უბნის არასათანადო მოწყობა, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, ტექნიკური ხარვეზები ელექტრონული ხმის მიცემის დროს, ტექნიკური შეცდომა საკონტროლო ფურცლის შევსებისა და ყუთში მოთავსებისას, არაორგანიზებული გარემო საარჩევნო უბანზე, კომისიის საქმიანობაში ჩარევა.
"კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხება წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას", — ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიამ ამ დრომდე 6 შემთხვევაზე 8 საჩივარი მოამზადა:
- პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია„ქართული ოცნების” სიმბოლიკა;
- ახალქალაქის N40 და ქუთაისის N90 უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები კანონდარღვევით გაანაწილეს;
- მარნეულის N59 უბანზე რეგისტრატორმა და გადასატანი ყუთის გამყოლმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მოუწოდა ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ, მან უარი განაცხადა.
- გლდანის N92 უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები ისე მოხია, რომ არ ჩანდა უბნის ნომერი და სახელწოდება, რაც გამოიწვევს ხმების დათვლისას ამ ბიულეტენების ბათილობას;
- ბათუმის N98 უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მარკირება გაუკეთეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.
არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები