უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დატვიტა.
"მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების შესახებ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია ასეთი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ", — წერს ის ტვიტერზე.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია ამ ინფორმაციით.
"უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტოს უკრაინის მოქალაქესთან მიმართებაში ასეთი ნაბიჯის გარემოებები და მიზეზები. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია დაკავების შესახებ, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს მიაწოდონ ყველა საჭირო დახმარება", — წერს ის.
მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ პრემიერმინისტრმა გაავრცელა. ბრიფინგზე მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მათ არც განცხადება გაუკეთებიათ და არც კითხვებზე უპასუხიათ.
აღსანიშნია, რომ ამ ბრიფინგამდე, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუება და ის არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაშია, შსს კი აცხადებდა, რომ მას არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს! TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
-
შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
გადახედვა
-
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს) როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
-
მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა" მარიამ მალაზონია: "დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
გადახედვა
-
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
გადახედვა
კომენტარები