QooQy Bakery — წარმატება უმოკლეს დროში
ფოტო: თიბისი
საოცნებო იდეის რეალობად ქცევა წლებია, პროგრამა სტარტაპერის მთავარ ფუნქციად იქცა, რისი დასტურიც დღეისათვის უკვე წარმატებული უამრავი კომპანიაა, რომლებმაც საქმიანობა თიბისის ხელშეწყობით დაიწყეს და დღეს ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე წარმატებით განაგრძობს განვითარებას.
ქუქი ბეიქერი წარმატების სწორედ ის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც სტარტაპერის მხარდაჭერით სულ ახლახანს, 2021 წლის ივლისში დაფუძნდა და მალე უკვე მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს.
რა არის ის, რითაც მიზანსწრაფული, მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული გუნდი რამდენიმე თვის თავზე ბიზნესის წარმატებას ზომავს?
რა თქმა უნდა, უმოკლეს დროში შეძენილი ერთგული მომხმარებელი და უკუკავშირი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, გემრიელი და სურნელოვანი საკონდიტრომომხმარებლისგან ყოველდღიურად იღებს. ეს ყველაფერი კი მკაფიოდ დასახული მიზნით, დეტალებში გაწერილი ბიზნეს-იდეით და სტარტაპერის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
ქუქი ბეიქერს თბილისში არსებული სხვა საკონდიტრო-სახაბაზოებისგან, ხარისხთან ერთად, მრავალფეროვნება და სრულიად ახალი, ქართული რეალობისთვის აქამდე უცხო — ქუქის და ორცხობილების შერეული, არომატული, ჯანსაღი გემოები განასხვავებს. სამ ძირითად ხაზს შორის ქუქი-ორცხობილები საკონდიტროს მთავარი ხაზია.
"40-ზე მეტი სახეობის პროდუქციას პურ-ფუნთუშეულის, ნამცხვრეულ-ნუგბარის და ქუქი-ორცხობილების ხაზები აერთიანებს. ჩვენი მთავარი ნიშანი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პროდუქციაა. ის, რითაც ჩვენ ბაზარზე არსებული ნიშა შევავსეთ, ქუქი-ორცხობილებია, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულით მზადდება. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი იტალია და საფრანგეთია, რომელთანაც პირდაპირი კონტაქტი გვაქვს. ის გვამარაგებს იმ ინგრედიენტებით, რომლებიც ჩვენს ქუქებს სრულიად განუმეორებელ არომატს სძენს", — ამბობს ქუქი ბეიქერის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ ღვაბერიძე.
ქუქი ბეიქერის ბესტსელერი — მაგიური ქოქოსის ორცხობილა, ბრაუნი, საბავშვო ორცხობილები თხილის და ნუშის ფქვილით, ამერიკული ორცხობილები ფორთოხლით და შოკოლადით, ქუქი ბროდვეი, ქუქი ცეხვილი თაფლით, ნიგვზის ბარეტი, პიკოლო, ქუქი ქეიქი კარამელით, თხილის ამარეტი, ქუქი ცეხვილით — ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც აღმასრულებელი შეფის — ნატა წერუაშვილის საავტორო და ტრადიციული რეცეპტებით მზადდება და ტკბილეულის მოყვარულებს პირველივე გასინჯვით აჯადოებს.
განსაკუთრებულია პურ-ფუნთუშეულის ხაზიც. ცეხვილი ფქვილი პურეულშიც დომინირებს. ბუნებრივი საფუარზე გამომცხვარ პურ-ფუნთუშეულში გაწაფული მცხობელის, ბექა ჯაჭვაძის ხელწერა იცნობა. მრგვალი თუ აგურის პური; დიდი, ტოსტის, ჭვავის, დიაბეტური პურები; ბატონი, ბაგეტი, რუხი მარცვლოვანი პურები თუ პულიესე; ნაირგვარი კულიჩი თუ ტრადიციული და ქართული საკმაზით შეზავებული ბრეცელები - ის პროდუქტია, რომელშიც უმაღლესი ხარისხის ქართული ხორბლის ჯიშებია გადათამაშებული.
რა არის მთავარი ბიზნეს-წარმატებისთვის?
ნიკოლოზ ღვაბერიძისთვის ეს არის მიზანი და ამ მიზნისკენ სავალი გზა, რომელიც ქუქი ბეიქერისთვის მომხმარებლის გულებზე გადის. სწორედ ამიტომ, გუნდი აპირებს, ნელნელა მოიცვას თბილისის ყველა უბანი, შემდეგ კი მთელი საქართველო და აქციოს ქუქი-ორცხობილების ჯანსაღი, ჰაეროვანი გემოები ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილად.
რეცეპტებს და პროდუქციის ჩამონათვალს ქუქი ბეიქერის საგანგებოდ შერჩეულ გუნდი ყოველდღიურად აფართოებს. მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზით საკონდიტროში მისვლას ვერ ახერხებს, ქუქი ბეიქერი სულ მალე ადგილზე მიტანის მომსახურებას გეგმავს, მანამდე კი ამ მომსახურებას Glovo ითავსებს. მალე ამუშავდება ვებგვერდიც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ნაირგვარი სასუსნავის შერჩევას და შეკვეთას შეძლებს. დაახლოებით ორ წელიწადში კი ქუქი ბეიქერი თიბისის მხარდაჭერით თბილისში უკე ხუთ, ბათუმში კი ერთ ფილიალს გახსნის.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
კომენტარები