საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაინ კახეთმა თელავში ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ვაინ კახეთი წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა. ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა.
ვაინ კახეთის მფლობელობაშია საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში (ნაკვეთების დამუშავება, ვაზის მოვლა და მოსავლის აღება) 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
ვაინ კახეთი ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში 1200-1500-მდე ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას უზრუნველყოფს, რაც რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სამომავლოდ, კომპანია დამატებით 10,000 ტონაზე მეტი მოცულობის ცისტერნების განთავსებას, მიღებული ყურძნის საკუთარ ქარხანაში გადამუშავებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს.
"მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „ვაინ კახეთი“ საქმიანობას აქტიურ რეჟიმში ავითარებს. 2019 წელს, ბანკთან თანამშრომლობით, „ვაინ კახეთის“ შვილობილი კომპანიის, ვივის მიერ ვენახები გაშენდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიას ახალი საწარმო შეემატა. საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითაროს და გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა. ჩვენ არ ვჩერდებით, და მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე", — განაცხადა საქართველოს ბანკის ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელმა, ნინო აფციაურმა.
"ვაინ კახეთისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა არაერთ წელს ითვლის. ჩვენ სამი წლის წინ ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა ფართობზე 5 სხვადასხვა ჯიშის ვენახი გავაშენეთ და თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობა განვახორციელეთ. ბანკი, როგორც ჩვენი პარტნიორი, მუდმივად გვაძლევს სტიმულს, შევეჭიდოთ ახალ გამოწვევებს და პროექტებს. თანამშრომლობის ფარგლებში, ახლო მომავალში ვგეგმავთ სპირტის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას", — განაცხადა ვაინ კახეთის დირექტორმა, ლევან ზილფიმიანმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები