ჟურნალისტთა უფლების დარღვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა — კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დოკუმენტში წერია, რომ სხვადასხვა საკითხის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები ხშირად იყვნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 5 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებამ უსაფრთხოების სათანადო ზომები არ მიიღო და საკმარისი საპოლიციო ძალა მოქალაქეთა დასაცავად არ გამოიყენა, საქართველოს პრემიერმინისტრმა კი პირადი განცხადებით წაახალისა მოძალადე ჯგუფების აგრესია. გარდა ამისა, შსს-მ თბილისი პრაიდის მონაწილეებს მოუწოდა, რუსთაველის გამზირზე მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.
"2021 წელს მნიშვნელოვნად მოიმატა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების რიცხვმაც. თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქციაში სასულიერო პირების მონაწილეობა ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა 1-ლ ივლისს დააანონსა. მისი თქმით, 5 ივლისს ათასამდე სასულიერო პირი აპირებდა ქუჩაში გასვლას", — ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
დოკუმენტში განხილულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის და მედიის დისკრედიტაციის ფაქტები, საპატრიარქოს, მათ შორის, მმართველი პარტიის ძალადობის წამახალისებელი განცხადებები და ძალადობისკენ მოწოდებები.
ანგარიშში, ასევე, მოხვდა სასულიერო პირების, გიორგი პავლოვისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის ძალადობისკენ მოწოდებები და განცხადებები. ანგარიშის მიხედვით, ამ უკანასკნელს საპატრიარქომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა და მსახურებიდან მხოლოდ დროებით მოხსნა, შსს-მ კი მხოლოდ გამოკითხა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა, მმართველმა გუნდმა კი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კრიტიკას საჯარო თავდასხმით უპასუხა.
ანგარიშში მოყვანილია ციტატები საქართველოს საპატრიარქოს მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდან, სადაც ის ხელისუფლებას მოუწოდებდა აერიდებინა ქვეყნისათვის დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის — გარდაუვალი შფოთი.
კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც 3 ივლისს გაკეთდა, საპატრიარქო მრევლს ქაშვეთის ეკლესიაში შეკრებისკენ მოუწოდებდა, რათა მშვიდობიანი პროტესტით მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ "ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია".
"27 ივლისსს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც მწვავედ გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლები და პრაქტიკულად მოუწოდა სასულიერო პირებს კომუნიკაცია შეწყვიტათ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები პირდაპირ ადანაშაულებენ ხელისუფლებას 5 ივლისს მედიაზე მორიგი თავდასხმის წაქეზებაში, რომელიც შემდეგ მასშტაბურ ძალადობაში გადაიზარდა.
"მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს განცხადების პათოსი თანხმობაშია მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიის მიმართ ძალადობის ესკალაციის რისკებს", — აღნიშნულია ანგარიშში.
ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ტელეკომპანია ალტ-ინფოს ხელმძღვანელები და წამყვანები, რაც მათ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებიდანაც დასტურდება.
"ლევან ვასაძის პარტიასთან ერთობა, რაობა, იმედი დაკავშირებული ტელეკომპანია ალტ-ინფოს წამყვანები, რომლებიც 5 ივლისს გამართული ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებს შორისაც იყვნენ, ღიად და დაუფარავად აცხადებდნენ, რომ აგრესია პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის სტანდარტად უნდა ექციათ. ისინი ძალადობას ჟურნალისტების და არასამთავრობოების მოთვინიერების შესაძლებლობად 5-6 ივლისის მოვლენებამდე და მის შემდეგაც განიხილავდნენ", — წერია ანგარიშში.
ალტ-ინფოს გარდა ანგარიშში მოხვდნენ რუსული/რუსულენოვანი მედიებიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსულ ენაზე მომუშავე მედიების მიმართ თავდამსხმელები ნაკლებ აგრესიას ავლენდნენ.
"მოძალადე ჯგუფები თავს ესხმოდნენ თითქმის ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს. თუმცა, მუშაობაში ხელი არ შეშლია რუსულ და რუსულენოვან მედიას, მაგალითად Russia Today-ს, რომელიც მოძალადე ჯგუფების აქციას პირდაპირ ეთერში რამდენიმე საათის განმავლობაში აშუქებდა. აღმოჩნდა, რომ რუსულ ენაზე მომუშავე მედიების მიმართ თავდამსხმელები ზოგადად, ნაკლებ აგრესიას ავლენდნენ, ასე მაგალითად, საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის რუსულ ენაზე მაუწყებელი TOK TV-ს ოპერატორს პირთა ჯგუფი აგრესიული შეძახილებით მაშინ მიუახლოვდა, როცა არხი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა. ჟურნალისტის რუსულენოვანი ჩართვის მოსმენისას, მოძალადეები TOK TV-ს ჯგუფს განერიდნენ და მათთვის მუშაობაში ხელი აღარ შეუშლიათ. რუსულენოვან მედიებს შორის არავინ დაშავებულა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირი, ასევე, არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზატორების მიმართ.
სამინისტროს ცნობით, "რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ღირსების მარშის მოწინააღმდეგე აქციის წევრები მოულოდნელად გახდნენ აგრესიულები და დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები". სამინისტროს ადრეული განცხადებები და ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციაც სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ ძალადობრივი ქმედებები სრულიად მოსალოდნელი იყო. ამაზე მიუთითებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მედიაპლატფორმის, ალტინფოს ეთერით თანმიმდევრულად გავრცელებული ინფორმაცია ძალადობრივი მობილიზაციის შესახებ როგორც პრაიდის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ანგარიშის ავტორები დასძენენ, რომ მისი გამოცემის დროისათვის არ არის შესაძლებელი სრულყოფილად შეფასდეს გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობა, თუმცა, მათი განცხადებით, ამ დრომდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ანალიზით ნათელია, რომ გამოძიება არ არის ეფექტური დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის, მათ შორის, ორგანიზატორების იდენტიფიცირების და მათთვის ბრალის წარდგენის ნაწილში.
მედიაკოალიციის ცნობით, არ დაწყებულა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად. მათი შეფასებით, ბუნდოვანია, რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება და მოქმედებები მოვლენების ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად.
"ჩადენილი მრავლობითი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 31 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, ასევე, არსებობს ორგანიზატორთა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა და მათ თავადაც არაერთხელ დაადასტურეს 5 და 6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეობა, ამ დრომდე სამართალდამცავებს მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის არავინ დაუკავებიათ", — აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები განმარტავენ, რომ პრაიდის კვირეული ლგბტქ+ თემისათვის წარმოადგენს პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიან იარაღს, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობას, რომლის დროსაც თემი ხაზს უსვამს საკუთარ საჭიროებებსა და მიღწევებს. მათი თქმით, საქართველოში ამ ღონისძიებას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ულტრამემარჯვენე ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას აგრესიისა და ძალადობისკენ.
"მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა", — წერია მედიაკოალიციის ანგარიშში.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა.
მედიის წარმომადგენლები 6 ივლისსაც დაშავდნენ. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს კი, შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით.
რაც შეეხება 6 ივლისის აქციას, ამ შემთხვევაში პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.
ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. ისინი თავს დაესხნენ სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებს, ასევე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალება შეაგდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები