ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერ სხვა თემით — გაბუნია ბილბორდებზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა სხვა თემებით. ასე გამოეხმაურა ის ვაქცინაციის მოწოდების შესახებ ბანერების ჩანაცვლებას პოლიტიკური შინაარსის ბანერებით.
"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერ სხვა, ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა — გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიკური და გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ცალსახაა. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობა", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ, ასევე, თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება პოზიტიური ისეთ ქმედებებზე, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს.
"ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ აზარალებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ეს საკითხი უკვე წამოწეული და დაწყებული", — აცხადებს თამარ გაბუნია.
მისი თქმით, "გასაგებია" რომ მედიამ აქცენტი გააკეთა ბანერების ჩანაცვლებაზე, მაგრამ, აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ მეტი აქცენტი გაკეთდება უშუალოდ ვაქცინაციის კამპანიის გაშუქებაზე.
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს. დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ პროცესთან კავშირი არ აქვთ და თუ სიმართლეს შეესაბამება, გმობენ ამ ფაქტს.
გაიგე მეტი:
- ენმ-ს მხრიდან ამ საკითხზე მორალური პედესტალიდან საუბარი, ფარისევლობაა — პაპუაშვილი "სისხლდან" ბილბორდებზე
- ხოშტარიამ ცესკოში "სისხლიან" ბანერებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა
- როდესაც ერთი მხრიდან მოედინება ამდენი სიძულვილი, შეიძლება სხვა მხრიდანაც იყოს პასუხი — კობახიძე ბანერებზე
- იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური იდეებიც კი აღარ აქვს — სამადაშვილი "სისხლიან" ბანერებზე
- ოპოზიციამ "სისხლიან" ბანერს "მოდი რეფერენდუმზე" გადააკრა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები