კომუნიკაციების კომისიამ Alt-Info-ს ეროვნულ დონეზე მაუწყებლობის უფლება მისცა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/Alt-Info
ღიად პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური არხი Alt-Info მალე, სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან, ეროვნულ მაუწყებლობას დაიწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
როგორც კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაია ქადეიშვილმა განაცხადა, ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით Alt-Info-მ მათ 6 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა მაუწყებლობის გავრცელება სტერეო პლუსის მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით. ეს გულისხმობს, რომ პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიურ არხს მაუწყებლობის გავრცელების საშუალება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ექნება. ქადეიშვილის ინფორმაციით, სტერეო პლუსი ადასტურებს, რომ აქვს თავისუფალი რესურსი და თანახმაა გაავრცელოს Alt-Info-ს სატელევიზიო არხი SD ფორმატით.
"დღეის მდგომარეობით, Alt-Info მაუწყებლობს ციფრული, მიწისზედა სატელევიზიო ქსელით. ეს არის ქვემო ქართლის მულტიპლექს პლატფორმა და ტელეკომპანია ეგრისის მულტიპლექს პლატფორმა, ე.წ. სენაკის მულტიპლექს პლატფორმა.
ჩვენ მიერ მომზადებულია ავტორიზაციის მოდიფიცირების პროექტი, კერძოდ, აღნიშნულ მულტიპლექს პლატფორმებთან ერთად, ავტორიზაციას დაემატება სტერეო პლუსის მულტიპლექს პლატფორმა უფასო ხელმისაწვდომობით. სტერეო პლუსის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა იქნება 2021 წლის 15 სექტემბერი", — განაცხადა კომისიის სხდომაზე მაია ქადეიშვილმა.
კომუნიკაციების კომისიამ ეს გადაწყვეტილება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე პრიმა მუხლის მე-7 პუნქტზე დაყრდნობით მიიღო, რომლის მიხედვით, თუ ავტორიზებული პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ასევე, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტს, რომელის მიხედვითაც ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის სხდომას ესწრებოდა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წარმომადგენელი, ნათია კაპანაძე, რომელმაც Alt-Info-ს დამფუძნებელს, შოთა მარტინენკოს დაუსვა კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება. კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ მაუწყებლის თანამშრომელთა უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ეს არ იყო განსახილველი თემა მიმდინარე სხდომაზე და კაპანაძეს მოუწოდა მსგავსი კითხვები "სხვა რეჟიმში და ფორმატში" დაესვა. შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ ვერ ხვდება რატომ უნდა უპასუხოს ამ კითხვებს.
სხდომის დასრულების შემდეგ On.ge დაუკავშირდა ნათია კაპანაძეს და ჰკითხა, რატომ დაინტერესდა Alt-Info-ს დირექტორის დამოკიდებულებით საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების შესახებ. კაპანაძის თქმით, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე იმ არხის თანამფლობელს, საიდანაც 5-6 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციების დროს ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირი მოწოდებები ისმოდა.
"ჩვენ ივლისში ვნახეთ, რომ წახალისებული იყო ჟურნალისტებზე ძალადობა და დაშვებული, მისაღები ამ ორგანიზაციის მიერ. კონკრეტულად ორგანიზაციის დირექტორიც ასევე აჟღერებდა მოსაზრებებს, რომ მისთვის მისაღებია ჟურნალისტებზე ძალადობა. ამიტომ, საინტერესოა, დღეს როგორ ხედავს ის საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებას.
ზოგადად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით — როგორია ეს დანაშაული მისთვის, როგორ აღიქვამს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოში ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება და დაცული იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები გარე ჩარევებისგან და თავდასხმებისგან", — განაცხადა ნათია კაპანაძემ.
ის ამბობს, რომ მედიაგარემოს მრავალფეროვნება კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოება სამუშაო გარემოში დაცული იყოს. ამისთვის, კაპანაძის თქმით, სახელმწიფომ, ერთი მხრივ პრევენციული ღონისძებები უნდა გაატაროს, მეორე მხრივ კი არსებულ დარღვევებსა და დანაშაულებებზე შესაბამისი ზომები მიიღოს.
კომუნიკაციების კომისიის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა ისიც, რომ რამდენიმე დღეში Alt-Info კომპანია სილქნეტის არხებში დაემატება.
Alt-Info ღიად პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სიძულვილის გამავრცელებელი არხია, რომლის წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმას იყენებენ და 5 ივლისის ძალადობასაც საჯაროდ, ამ არხებზე გეგმავდნენ. ისინი ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებნენ უშუალოდ 5 ივლისსაც, ძალადობრივ კონტრაქციაზე.
არხის შექმნის შესახებ განცხადება 2018 გავრცელდა. დაანონსდა, რომ იქმნებოდა ინტერნეტტელევიზია, რომელიც "ლიბერალურ პროპაგანდას" დაუპირისპირდებოდა. შპს ალტ-ინფო საჯარო რეესტრში იურიდიულ პირად 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა, რომლის მფლობელებადაც შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფიქსირდებიან. უკვე 2020 წლის ნოემბერში ალტ-ინფომ კომუნიკაციების კომისიისგან ტელემაუწყებლობის უფლება მიიღო.
ამ არხთან დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაციაა ა(ა)იპ ალტერნატივა საქართველოსთვის, რომელიც 2019 წლის იანვარს დარეგისტრირდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მისი გამგეობის წევრები ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე არიან, ასევე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
კომენტარები