"ოცნება" კვლავ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია "დესტრუქციისთვის" ემზადება და მათთან "აფილირებულ" ორგანიზაციებზე საუბრობს
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ქართული ოცნება კვლავ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია "დესტრუქციისთვის" ემზადება და ამჯერად მათთან "აფილირებულ" სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე საუბრობს. მმართველი პარტია მათ შორის ასახელებს აკაკი ხუსკივაძის ორგანიზაციას და ხაზს უსვამს, რომ მან და აკაკი კობალაძემ მოძრაობა სირცხვილიასთან ერთად არჩევნებზე დასაკვირვებლად ახალი ინიციატივა — სამოქალაქო საარჩევნო კომისია წარადგინეს.
დეპუტატ გივი მიქანაძის განცხადებით, "ოპოზიციასთან დაკავშირებული" არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.
მიქანაძის მტკიცებით, ქართული ოცნება, "როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება", მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული "რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი ვითომდა 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით".
"ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენს, რათა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებს და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდა კანონდარღვევით მიმდინარეობასთან დაკავშირებით", — განაცხადა მიქანაძემ.
მიქანაძემ ის არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მიერ არიან მართული და დაფინანსებულები. დეპუტატის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ რეგისტრირებული 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 12 ენმ-სთან არის პირდაპირ კავშირში, ხოლო 3 — ევროპულ საქართველოსთან.
გუშინ, 8 სექტემბერს, სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს და 20-ზე მეტი ვიდეო გაავრცელეს, სადაც, მათი თქმით, აღნიშნული პროცესია ასახული. აქტივისტისა და სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ წინასწარ შერჩეული კანდიდატების დანიშვნა ხდება საუბნო კომისიების საკვანძო თანამდებობებზე, როგორიცაა კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
ქართულმა ოცნებამ "ოპოზიციის გეგმებზე" აქამდეც ისაუბრა. კერძოდ, 30 აგვისტოს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია რეკლამებს იმისთვის არ იყენებს, რომ შემდეგ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ისაუბროს. მისი თქმით, მათ არა აქვთ სარეკლამო ბილბორდები და არ იყენებენ ფასიან საეთერო დროს. პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც "გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ", რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა მანიპულაციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ ყველა სოფელსა და ქალაქში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები