დადასტურდა, რომ გახარია ქართული ოცნების პროექტი არ არის, ამის გამო ტოვებენ მის პარტიას — კალაძე
ფოტო: გახარია / FB
თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა თბილისის მერობის არჩევნებში ნათელი გახადა, რომ ის არ არის ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის "პროექტი". კალაძის თქმით, მისი თანაგუნდელებისთვისაც ნათელი გახდა ყველაფერი და სწორედ ამის გამო ტოვებენ პარტიას.
"მიზანმიმართული ტყუილის გავრცელება მიდიოდა, რომ თითქოს გახარია იყო ქართული ოცნების პროექტი, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, შესაბამისად ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდევაც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა პირადად ჩემ წინააღმდეგ. ალბათ, ის ადამიანები ვინც კი გაურკვევლობაში იყო, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, რომ მართლა ასე ხომ არ არის. მე მგონი ყველასთვის ნათელია და შესაბამისად, ამის გამო იღებენ ალბათ ამ გადაწყვეტილებას და ტოვებენ პარტიას", — აღნიშნა კახა კალაძემ.
გიორგი გახარიას პარტიის წევრმა ადიგენში Facebook-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია. ამის შესახებ ჟურნალისტებმა პარტიის ლიდერს ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ მათი სიის წევრებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ზეწოლა.
"მე როგორც ვიცი, ეს ადამიანი იყო რიგითი წევრი, რომელიც თავისი სურვილით მოვიდა, თავისი სურვილით გაწევრიანდა. შემდგომ, მასზე მოხდა ზეწოლა სამართალდამცავი სისტემის და სტრუქტურების მიერ და დააწერინეს ის რაც დაწერა. ასეთი შემთხვევები ბევრი ხდება — აი მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ, პარალელურად, ყოველდღიურად, სტატისტიკურად — შეგიძლიათ აიღოთ ჩვენი პარტიის საქართველოსთვის სიები — საკრებულოში კანდიდატების სიები — ამ ადამიანებზე პირდაპირ ხდება ზეწოლა, იმისთვის, რომ მათ უარი განაცხადონ სხვადასხვა მიზეზებით, შემდგომ ამის მიზანი გახლავთ, რომ რაოდენობა სიის თუ შემცირდა — მერე სია იხსნება არჩევნებიდან", — აღნიშნა გიორგი გახარიამ.
1-ლ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამან მისი ყოფილი თანაგუნდელების მორიგი კრიტიკა გამოიწვია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას", ხოლო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო და "მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში".
იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული გახარიას მხრიდან მინიშნებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თუ "ოცნების" მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა იქნებოდა, ექსპრემიერი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა.
გაიგეთ მეტი:
- "რამდენჯერმე იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა" — რას ამბობს კალაძე გახარიასთან შეხვედრაზე
- კახი კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა — მდინარაძე
- არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ მესამე ადგილისთვის იბრძოლო — კობახიძე გახარიაზე
- მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას — მდინარაძე გახარიაზე
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები