გახარია: მივედი კალაძესთან, რომ გამეფრთხილებინა — დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი
ფოტო: ქართული ოცნება
ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ადასტურებს, რომ თბილისის მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან მერიაში იმყოფებოდა, რათა მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ "გაეფრთხილებინა". ამაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"მოკლედ აგიხსნით, რა მოხდა. მე დღისით, მზისით, დაახლოებით 11 საათზე მივედი ღიად მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას, ეს იყო და ეს. ამის იქით, საერთოდ არაფერი ყოფილა. ანგარიშვალდებულებას რაც შეეხება, ჩემთვის ეს იყო უბრალოდ პატივისცემა იმ წლები თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს ჩემი პრინციპია, ჩემი ფასეულობები იყო და მე ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი", — თქვა მან.
გახარიას განცხადებით, ეს მხოლოდ "5-წუთიანი" შეხვედრა იყო, იმისთვის, რომ თუნდაც ქართულ პოლიტიკურ კულტურაში "რაღაცა ახალის შექმნის შესაძლებლობა" გაეჩინა, მაგრამ მისი თქმით, ეს ვერ გააჩინა და ამას "ბიძნური ჭორაობები" მოჰყვა.
"არაფერი, ეს იყო ორ ადამიანს შორის ადამიანური საუბარი. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ მე ვდგები და დღეიდან ვიქნები შენი კონკურენტი, ვსო", — განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, თუ კალაძემ ნამდვილად ვერ გაიგო მათი შეხვედრის მიზანი, მაშინ შეხვედრას აზრი არც ჰქონია და შეცდა, რომ მივიდა.
"ეს არის პრინციპების თემა, ზოგიერთს ეს არ ესმის, მაგალითად, მე არ მინახავს, უბრალოდ შეიძლება ვცდები, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ძალიან დამწყდა გული. ახლა რომ მოვდიოდი, მითხრეს, თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე, რა უნდოდა, რისთვის მოვიდაო, სამწუხაროდ. ეს ნათქვამი მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი" — აღნიშნავს ექსპრემიერი.
კალაძემ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ გახარიასთან შეხვედრის მიზეზები და მიზანი ვერ გაიგო. მისი თქმით, შეხვედრის სურვილი თავად გახარიამ გამოთქვა, რის შემდეგაც კალაძემ მერიაში მისვლა შესთავაზა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული ოცნების ლიდერებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც გახარიამ თქვა, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ თქვეს, რომ გახარიას კალაძესთან კომუნიკაციის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და საბოლოოდ, შეხვედრა პირველ სექტემბერს, თბილისის მერიაში შედგა. მეტიც, კობახიძე და მდინარაძე საუბრობენ იმაზე, თითქოს გახარია მზად იყო, ქართული ოცნების მხრიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურა არ დაეყენებინა. თავად გახარიამ ქართული ოცნების ლიდერების ამ განცხადებებს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამან მისი ყოფილი თანაგუნდელების მორიგი კრიტიკა გამოიწვია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას", ხოლო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო და "მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები