ურცხვად ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო გრანდიოზული დახმარება ევროკავშირისგან — ღარიბაშვილი ოპოზიციაზე
ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი / Facebook
პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სესხის აღებაზე საქართველომ უარი შეგნებულად და გააზრებულად თქვა, ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკას კი "შეურაცხმყოფელი ტყუილი" უწოდა:
"ბოლო ორი დღეა მაგალითად მიდის კრიტიკა იმის თაობაზე რომ საქართველომ, ვინაიდან ჩვენ შეგნებულად, გააზრებულად, უარი ვთქვით უბრალოდ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე და გამოდიან ურცხვად, ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო რაღაც გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან და ვინაიდან მთავრობამ ამაზე, დამატებით სესხის აღებაზე უარი თქვა, მათივე სიტყვებით, მათივე ინტერპრეტაციით ვიტყვი, რომ თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე და ინტეგრაციაზე და ზოგადად, კურსზე. რაც, რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხმყოფელი ტყუილი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ის ამტკიცებს, რომ ქვეყანას აქვს რესურსი, ეკონომიკა იმდენად განავითაროს, რომ არ დასჭირდეს პარტნიორების დახმარება.
"ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს დამატებითი რესურსები ბიუჯეტში მილიარდ ორასი მილიონ ლარის სახით, და კიდევ უფრო მეტი გვექნება წლის ბოლოს, ვინაიდან ჩვენი ვარაუდით, პროგნოზებით, ორნიშნა ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა რომ უარი ვთქვათ დამატებით საგარეო ვალის აღებაზე", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
გუშინ, 31 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თავს შეიკავებს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებაზე. ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება საგარეო ვალის შემცირების სურვილით ახსნა. მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს".
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს, ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".
გაიგე მეტი:
- არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის, რაც იწვევს პოზიციების შეუსაბამობას — ზალკალიანი
- საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა მთავრობამ "ძალიან მკაფიოდ" დაასაბუთა
- პუტინთან კეკლუცობა და ცეკვაა, საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე — დეკანოიძე დახმარების არმიღებაზე
- ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი — ღარიბაშვილი
- ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა — კრამონი ღარიბაშვილის განცხადებაზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები