მეგობარი ქვეყნების სახელმწიფო სიმბოლოების ოფიციალურ ღონისძიებებზე შეურაცხყოფაც დასჯადი იქნება
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი
ადგილების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება, ფართოვდება და ოფიციალური ღონისძიებები დაემატება. გარდა ამისა, კანონპროექტის სასესიო განხილვამდე ამ ჩამონათვლის უფრო მეტად დაკონკრეტებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ ცნობილი დღეს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გახდა, სადაც პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, განმარტა ჩამონათვალში ოფიციალური ღონისძიებების დამატების საკითხი პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე გახდა, რადგან შესაძლოა, ვინმემ სწორედ ასეთ ღონისძიებაზე მოინდომოს სიმბოლოების შეურაცხყოფა.
ასევე დააზუსტებენ ჩამონათვალს, თუ რა ტერიტორია ჩაითვლება კატეგორიაში — ადმინისტრაციული შენობის წინ.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა. ასევე, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.
შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლს, რომელიც თვითნებობას გულისხმობს, ახალი 18 პრიმა პუნქტი დაემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტი მას შემდეგ მომზადდა, რაც 5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს და დახიეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამ ფაქტს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირების არარსებობა საკანონმდებლო ხარვეზით ახსნა — ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, როგორ უნდა დაისაჯოს უცხო ქვეყნის დროშის და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა. მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 343). ამ დანაშაულისთვის განსაზღვრულია ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.
პარლამენტი პროექტის სასესიო განხილვას საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. დამტკიცების შემდეგ კანონი 15 დღეში უნდა ამოქმედდეს და მას უკუძალა არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომლებმაც ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს, ამისთვის ვერ დაისჯებიან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები