ქე მაინც საწინააღმდეგო აგიტაციას ნუ ეწევით, ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ — გამყრელიძე ექიმებს
ფოტო: დაავადებათა კონრტოლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძე ექიმებს მოუწოდებს, ნუ ეწევიან ვაქცინაციის საწინააღმდეგო აგვიტაციას. ის ამბობს, რომ ძალიან სწყინს, რომ მის კოლეგებს შორის ანტივაქსებიც არიან.
"მე ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. არადა, არიან. უნდა ვაღიარო. სამწუხაროდ, ზოგიერთი ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში. კიდევ ერთხელ მინდა მათ მივმართო და მოვუწოდო: რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა უფლებათა შორის, მაგრამ, როცა არის ქვეყანაში პანდემია და ეპიდემია; როცა ვიცით, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს — სამწუხაროდ, 1 000 ინფიცირებულიდან, ვიცით, რომ 10-15, ხანდახან 20-ც შეიძლება რომ დაიღუპოს; ვიცით, რომ ამ დაღუპვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის პრევენციული აცრა. ამ დროს, როგორ შეიძლება, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ არ ავიცრათ
არ არის, მე ვიცი, ძალიან ბევრი, ექიმებში ანტივაქსერები, მაგრამ, ვინც არიან იმათ მივმართავ და ვთხოვ უმორჩილესად — ქე მაინც, საწინააღმდეგო აგიტაციას ნუ ეწევით. ის ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ. იმიტომ, რომ დღეს პირიქით, ყველა სამედიცინო მუშაკმა კი არა, ყველა ადამიანმა უნდა მოუწოდოს თავისი ოჯახის წევრებს, თავის ახლობლებს, რომ წადით და აიცერით, წადით და აიცერით. ამაზე გადის ქვეყნის გადარჩენის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანებისთვის მალე წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება.
საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები
-
The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში
-
ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი
გადახედვა
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
კომენტარები