დეკანოზ ზაზას აზრით, საპატრიარქომ "გარკვევით უნდა გამოხატოს" თავისი პოზიცია და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდოს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/TV პირველი
დეკანოზი ზაზა თევზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საპატრიარქომ გარკვევით გამოხატოს თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ საპატრიარქოს განცხადებები ამ საკითხზე მისთვის ბუნდოვანია. ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა ვაქცინაციასთან დაკავშირებული განწყობების ფორმირებაში მნიშვნელობა საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზმა ასე უპასუხა:
"მე ვფიქრობ, აუცილებლად მნიშვნელოვანია. დღეს ყველაზე მეტად სჭირდება საპატრიარქოს ხმა ჩვენს საზოგადოებას და მან გარკვევით უნდა გამოხატოს ეს პოზიციები. ჩემთვის ბუნდოვანია და ალბათ, ბევრისთვის, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება რაღაც მოვუწოდოთ. აქ არის იმის თაობაზე ლაპარაკი, რომ ილაპარაკონ არა მედიცინის კომპეტენციებიდან, არამედ ვაქცინაციის მორალური, ზნეობრივი და რელიგიური მნიშვნელობიდან, რომელიც არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის ქრისტიანულ მოძღვრებასთან. მეტიც, რა თქმა უნდა, დგას ქრისტიანობის სამსახურში იმიტომ, რომ ემსახურება სიცოცხლის დაცვას".
დეკანოზი ზაზა ფიქრობს, რომ ანტივაქსერული კამპანია რუსეთიდანაა მართული და ემსახურება ჩვენი საზოგადოებისა და საზელმწიფოებრიობის დასუსტებას.
"ჩვენ ვიმყოფებით ჰიბრიდულ ომში. არა მგონია ეს განწყობები, ეს ანტივაქსერული განწყობები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფეხმოკიდებულია, ადგილობრივი ნიადაგიდან იყოს აღმოცენებული. მსგავს პროცესების ინსპირაციას ხელს უწყობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გარკვეული მოსაზრებით, იმ თვალსაზრისით, რომ დასუსტდეს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა", — განაცხადა ზაზა თევზაძემ TV პირველის ეთერში.
უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არიან ჯგუფები, რომელიც ამ ჰიბრიდულ ომში არიან ჩართულები.
"მე მეტსაც გეტყვით, საქართველოს ეკლესიაში არსებობს სამღვდელოების გარკვეული ნაწილი, საკმაოდ კარგად ორგანიზებული, მაგალითად, დავასახელებ ერთ-ერთს, ეს არის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც ათეულობით სამღვდელო პირს მოითვლის და ისინი მკაფიოდ და ცალსახად ანტივაქსერები არიან და საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობენ საზოგადოებაში და საპატრიარქოშიც, მათ შორის.
ეს უკვე ისეთი საკითხია, რომელიც კარგად უნდა გადაისინჯოს და კარგად უნდა იქნას შესწავლილი. იმიტომ, რომ რა ხდება, რანაირად და საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს, დარწმუნებით ამაზე ჩემნაირი ადამიანები ვერ ისაუბრებენ. მე მხოლოდ გონივრულ და არგუმენტირებულ ეჭვს გამოვთქვამ ამის თაობაზე, რომ ეს პროცესი გარკვეულად მართულია და რაღაც გარკვეულ ძალებს აწყობს ჩვენთან მსგავსი მძიმე მდგომარეობის ასეთი სახით დამძიმება", — განაცხადა დეკანოზმა ზაზამ TV პირველის ეთერში.
გაიგე მეტი:
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები