ავღანეთიდან უკრაინაში 80-მდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდა
ფოტო: AGENCE FRANCE-PRESSE/GETTY IMAGES
უკრაინის საგარეო საქმეთა, მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელინსკი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ავღანეთიდან უკრაინაში 80-მდე ადამიანის ევაკუაცია მშვიდობიანად განხორციელდა.
"ავღანეთში მყოფმა უკრაინულმა თვითმფრინავმა ქაბულიდან გაიყვანა უკრაინის, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსიისა და ავღანეთის მოქალაქეები. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს ხალხს და ვეხმარებით სხვებსაც. შემდგომი მოთხოვნის შემთხვევაში, უკრაინელებისა და უცხოელების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ", — აცხადებს კულება.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, 80-მდე მოქალაქეს შორის 8 არის უკრანელი, ხოლო დანარჩენები სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სასწრაფო ევაკუირება ითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
ამ თემაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავღანეთში მყოფი საქართველოს 23 მოქალაქე იქ კერძო კონტრაქტით ჩავიდა და სანამ თავად არ დაუკავშირდნენ, სახელმწიფოს მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა გეგმავდა მათი უკრაინის თვითმფრინავით მშვიდობიანად გამოყვანას, თუმცა ქაბულში დაძაბული სიტუაციის გამო ეს ვერ მოხერხდა.
"გუშინ დაგვირეკეს, გვთხოვეს მათი იქიდან ჩამოყვანა საქართველოში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე უზრუნველყოფილი გვქონდა რეისი ქაბულის აეროპორტიდან. შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე. ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის ასევე დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ, სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეს აეროპორტში მისვლა, რადგან მდგომარეობა იყო დაძაბული ქაბულში, ამიტომ არჩიეს, რომ დარჩენილიყვნენ ბაზაზე", — აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ ასევე, გაიგზავნება დამატებით ქართული ბორტიც, რომელმაც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების მშვიდობიანად დაბრუნება.
"ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და იმედია, უახლოეს მომავალში ისინი იქნებიან მიყვანილი ქაბულის აეროპორტში, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში. ამასთან ერთად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ გამოსაყვანად, შესაბამისად, ახლა მიმდინარობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავიც ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნვეყოფს მათ წამოყვანას უკვე ჩვენი ბორტით", — ამბობს ხვთისიაშვილი.
თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი, ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". გუშინ, 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ.
თავდაპირველად თალიბები ამბობდნენ, რომ ქალაქის ბრძოლით აღება და სისხლისღვრა არ სურთ, მხოლოდ შესასვლელთან გამაგრდებიან და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის მოემზადებიან, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ — ქალაქში ისმოდა სროლის ხმა, არიან დაშავებულები. თალიბების მტკიცებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პოლიციამ და მთავრობამ ქალაქი დატოვა და "წესრიგის უზრუნველყოფა" იყო საჭირო.
გუშინ დილიდანვე პრობლემურ საკითხად იქცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანა. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია თალიბების მისვლისთანავე დაიწყო. ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ქაბულის აეროპორტში. ამავე აეროპორტიდან ახორციელებდნენ ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც. რამდენიმე საათში აეროპორტს ათასობით ადამიანი მიადგა, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევა სურდა — ისინი თვითმფრინავში შეჭრას ცდილობდნენ, აეროპორტში ამ დრომდე უკონტროლო სიტუაციაა.
ქაბულში რჩება საქართველოს 23 მოქალაქე, რომელთა ევაკუაცია გუშინ უკრაინული თვიმთფრინავით უნდა მომხდარიყო, თუმცა ქალაქში არსებული დაძაბულობის გამო, მათ მისვლა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა გზებით ცდილობს მათ გამოყვანას.
ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი და ჩინეთია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.
ქაბულში დილა თალიბანის მმართველობის ქვეშ გათენდა. ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები