ავღანელებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ — 60-ზე მეტი ქვეყანა
ფოტო: NY Times
60-ზე მეტი ქვეყნის საერთო განცხადებით, ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ავღანეთის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
"უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ პატივი სცეს და ხელი შეუწყოს სხვა ქვეყნისა და ავღანეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხო გამგზავრებას, ვისაც წასვლა სურს. ძალაუფლების მქონე პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლის, ქონების დაცვის, უსაფრთხოების და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე.
ავღანელებმა და საერთაშორისო მოქალაქეებმა, ვისაც სურს ქვეყნის დატოვება, ამის გაკეთების უფლება უნდა მიეცეთ, გზები, აეროპორტები ღია უნდა იყოს, სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს.
ავღანელი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოდ, დაცულად და ღირსეულად ცხოვრებას, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ, რომ მათ დავეხმაროთ", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 60-ზე მეტი ქვეყანა აწერს, რომელთა შორის არის ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩილე, საქართველო, ესპანეთი, სლოვენია და სხვა.
მას შემდეგ, რაც თალიბანი ქაბულში შევიდა, ათასობით ავღანეთის მოქალაქე აეროპორტში შეიკრიბა ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობენ და თვითმფრინავში ასვლა სურთ. მედია დაღუპულთა შესახებ მოწმეებზე დაყრდნობით წერს და აცხადებს, რომ ოფიციალური კომენტარი აშშ-ს ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ თალიბანის ქაბულში შესვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ქვეყნა დატოვა, ხოლო საელჩოებმა ევაკუაცია დაიწყეს. ამ ეტაპზე, ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებას ამერიკის სამხედრო ძალები იცავენ და მოქალაქეები, ასევე, დიპლომატები საჰაერო გზით ქვეყნიდან გაჰყავთ.
თალიბანის მეომრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ. ეს ბოლო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც თალიბანი არ აკონტროლებდა. არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ.
The Guardian-ის ინფორმაციით, თალიბანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არ აპირებენ "სამაგიერო გადაუხადონ" არავის, მათ შორის მათ, ვინც ავღანეთის ხელისუფლებაში მუშაობდა. თუმცა, როგორც AP წერს, საჯარო მოხელები შიშით ტოვებენ დაწესებულებებს. Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის ძალით აღებას არ აპირებენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ "გარდამავალი პროცესი უსაფრთხოდ დასრულდეს".
ავღანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები