კალაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვას "რამდენიმე კრიმინალის" მიერ "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/კახა კალაძის ფეისბუქლაივი
ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილსერვისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვას "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. 6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში გაფიცვის შემდეგ, რასაც თბილისის ქუჩებში ნაგვის ურნების გადავსება მოჰყვა, კალაძე 7 აგვისტოს ღამით ფეისბუქლაივში ჩაერთო, სადაც ჩანს დასუფთავების რამდენიმე თანამშრომლებთან ერთად როგორ გააქვთ ნაგავი გარკვეული ტერიტორიიდან. სწორედ ამ ჩართვისას თქვა მან, რომ თბილსერვისის თანამშრომლებს "პროვოკატორები აბუნტებენ".
უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, მოხდა გაფიცვა, უფრო სწორად გაფიცვის მცდელობა იყო. იმიტომ, რომ ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა სამუშაოზე, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს. ეს არის დასჯადი და რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", — განაცხადა კახა კალაძემ.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს რთულ სამუშაო პირობები გააპროტესტეს და ხელფასის მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ამ დრომდე არ აქვთ ზაფხულის უნიფორმა და დაზიანებული ურნების თრევა უწევთ. დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გაფიცვას "უკანონო" უწოდა და განაცხადა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება და უნიფორმის შეცვლა ისედაც დაგეგმილი იყო.
თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელობა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად გაფიცულებს შეხვდა, რის შემდეგაც მერიაში განაცხადეს, რომ მათი ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა.
დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა. ორგანიზაციამ შრომის ინსპექციას თბილსერვისის შემოწმებისკენ მოუწოდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები