დამკვირვებლებზე ზეწოლა, დისკრიმინაცია, ადმინისტრაციული რესურსი — ISFED წინასაარჩევნო დარღვევებზე
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
სამართლიანი არჩევნების (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა დარღვევები გამოავლინა. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
- სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებზე ზეწოლის 2 შემთხვევა;
- სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების — 7;
- სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის — 2;
- სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების — 2;
- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების — 4;
- მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის — 4;
- ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 შემთხვევა.
"გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია", — აღნიშნავს ISFED.
არასამთავრობო ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა:
- არაოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიაში, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეინიშნებოდა. ოპოზიციურ პარტიებს შორის აქტიური იყო ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია საქართველოსთვის კამპანია, რომელიც ძირითადად რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები საჯაროდ უკვე წარადგინა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატები და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა;
- ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი პროფესიული წევრი აირჩია, თუმცა დაბალი ლეგიტიმაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ 6 თვის ვადით შეასრულებენ უფლებამოსილებას. საარჩევნო რეფორმის მთავარ მიზანს, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების ნაწილში, ცესკოს მიმართ ნდობის ამაღლება წარმოადგენდა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია;
- წინა არჩევნების მსგავსად, კვლავაც აქტუალურია ამომრჩევლების გულის მოსაგებად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და მათი განხორციელების დამთხვევა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდისათვის, რაც ამომრჩევლის ნებით შესაძლო მანიპულირების საფრთხეს შეიცავს. ამგვარ მასშტაბურ აქციას წარმოადგენდა კორონავირუსის პრევენციისათვის შემოღებული შეზღუდვების — იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ფიზიკური და იურიდიული პირების დაკისრებული ჯარიმებისგან (76 მილიონი ლარის ოდენობის) გათავისუფლების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება;
- საანგარიშო პერიოდში სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია ძირითადად რეგიონებში გამოვლინდა. ზეწოლის და პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები უმეტესად ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ შეინიშნებოდა და საჯარო შეხვედრებზე დაბრკოლებების და საოფისე ფართებთან დაკავშირებით პრობლემის შექმნაში გამოიხატა;
- 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იკრძალება. ამის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, ბიუჯეტი ივნისსა და ივლისში შეიცვალა. ამ პროცესში, ტენდენციის სახით, შეიძლება, გამოიყოს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და სამუშაოების განსაკუთრებით გააქტიურება.
"მართალია, საბიუჯეტო ცვლილებების პროცესი კანონით დადგენილ ვადაში განხორციელდა, მაგრამ, განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოქმედი მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები კანდიდატებიც არიან, ზღვარი სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ფერმკრთალდება. აღნიშნული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადი არ არის", — აცხადებს სამართლიანი არჩევნები.
ISFED-ის ანგარიშის თანახმად, ასევე:
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რომლებიც ადგილზე ამომრჩევლის მობილიზებისა და პარტიული წარმომადგენლის როლს ითავსებენ;
- 2021 წლის საარჩევნო ცვლილებების დროს, საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტირების მოდელის გაუარესების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პოლიტიკაში ქალთა მიმართ მტრული გარემოს არსებობის პრობლემა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს ქალი წევრების მიმართ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტები;
- განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლარიზებული გარემო. მედიასაშუალებებისათვის მუშაობაში ხელშეშლა ნეგატიურად აისახება ამომრჩევლების უფლებაზე მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია პოლიტიკური/საარჩევნო პროცესების შესახებ, შესაბამისად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი;
- საანგარიშო პერიოდში მუშაობა დაასრულა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. ორგანიზაციის შეფასებით, კომისიის დასკვნა მმართველი პარტიის პოზიციის განმტკიცებასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების, განსაკუთრებით, კი, სამართლიანი არჩევნების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნას, ფაქტობრივად, ერთპარტიული — ქართული ოცნების მხარდაჭერა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ კომისია პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა და არა საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად შესასწავლად.
ანგარიში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1-ლ ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები