არსებობდა თუ არა გადაცემების დახურვის გეგმა მაღლაფერიძემდე - მეურვეების პასუხი
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი/On.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს, 7 მარტს, ხელი მოაწერა მაუწყებლის სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 17 ივლისიდან მაუწყებელზე ჩერდება ყველა გადაცემა საინფორმაციო გამოშვების გარდა. პარალელურად, მარტში გამოცხადდება კონკურსი, რომლის საშუალებითაც შერჩეული გადაცემები ეთერში სექტემბრიდან გავა. კონკურსში მონაწილეობას ამჟამინდელი გადაცემებიც შეძლებენ, თუმცა მათი ეთერში დაბრუნება კონკურსის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
არსებობდა თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვის გეგმა ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნამდე და თუ კი, რა ფორმით? ამ საკითხის გარკვევას On.ge სამეურვეო საბჭოს წევრებთან და ყოფილ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ბარათაშვილთან შეეცადა.
როგორც სამეურვეო საბჭოს წევრები ჩვენთან ინტერვიუში საუბრობენ, საზოგადოებრივი მაუწყებელში საუბარი გადაცემების დახურვაზე, წინა მენეჯმენტის დროს არ დაწყებულა და არც ბიუჯეტის მიღების დროს განხილულა, რამდენი გადაცემა დაიხურებოდა ან გააგრძელებდა მუშაობას 2017 წლის სექტემბრიდან.
6 იანვარს სამეურვეო საბჭომ არხის ახალი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია, რომელმაც მეურვეებს მაუწყებლის რეფორმირების ხედვა სამჯერ წარუდგინა. მაღლაფერიძემ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე თქვა, რომ არხი იდგა ტექნიკური კოლაფსის საფრთხის წინაშე და აუცილებელი იყო თანხების დაზოგვა-მობილიზება ამ პრობლემებთან გასამკლავებლად. მან წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ ესახებოდა პრობლემების მოგვარება.
მაღლაფერიძის ხედვა:
- თავდაპირველად წარდგენილი გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩერდებოდა (დრო დაკონკრეტებული არ იყო) ყველა გადაცემა; საინფორმაციო პროგრამის გარდა;
- მეორედ წარდგენილი გეგმის მიხედვით, გადაცემები, რომელთა რეიტინგიც არხის საშულო რეიტინგზე დაბალი მაუწყებლის ეთერში აღარ უნდა გასულიყო; აღნიშნული მექანიზმი საშუალებას იძლეოდა, რომ გადაცემათა ნაწილი მაუწყებლის ეთერში დარჩებოდა.
- 7 მარტს საბოლოოდ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, 2017 წლის 17 ივლისს, როცა საეთერო სეზონი დამთავრდება, არხზე ყველა გადაცემა იხურება, გარდა საინფორმაციო პროგრამებისა. სექტემბერში ეთერში ბრუნდება ის პროგრამები, რომლებიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის 2017 წლის ბიუჯეტი 2016 წლის 27 დეკემბერს მიიღო. ამ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, როგორ ან რამდენი გადაცემით უნდა გააგრძელოს მაუწყებელმა მუშაობა სექტემბრიდან.
„შემუშავდა საპროგრამო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე ვარიანტად უნდა წარედგინოს სამეურვეო საბჭოს 2017 წლის ივნისის თვის ბოლომდე. საპროგრამო პოლიტიკა უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილს - რა პროგრამებით აგრძელებს მაუწყებელი სეზონს შემოდგომიდან, არამედ ასევე მოიცვას პროექტების ბიუჯეტების ბიუჯეტს, რომელიც შემდგომ ასახვას ჰპოვებს 2017 წლის ბიუჯეტში შესაბამისი კორექტირების სახით (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში),“ - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბიუჯეტის გამოსვლის დროს არ იყო საუბარი, რამდენი გადაცემა შეიძლებოდა დარჩენილიყო ახალი სეზონიდან ეთერში. მისი თქმით, მენეჯმენტს უნდა წარმოედგინა გეგმა - საპროგრამო პოლიტიკა, რომელი ჟანრის რა გადაცემები იქნებოდა, რომელი გადაცემები გრძელდებოდა და რომელი ჩერდებოდა.
„იმ [საპროგრამო] პოლიტიკაში შეიძლება წარმოდგენილიყო აბსოლუტურად ყველაფრის [გადაცემების] ახლიდან დაწყება, ნაწილობრივ ახლიდან დაწყება, საერთოდ არ დაწყება, ან ნაწილობრივ გადაკეთება. რას წარმოადგენდნენ ხომ არ შემიძლია ეს ვარაუდით ვთქვა?“ - ამბობს გოგელია.
სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე ამბობს, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს, როცა სამეურვეო საბჭო არხის ბიუჯეტს განიხილავდა, საუბარი არ ყოფილა გადაცემების დახურვაზე:
„ოქმში არ წერია კონკრეტულად რამდენი გადაცემა იხურება და რამდენი - არა. ის, რომ სატელევიზიო ბადე სრულდება 17 ივლისს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გადაცემა ავტომატურად იხურება. ოქმი არის არა გადაცემების დახურვაზე, არამედ ახალი საპროგრამო ბადის წარმოდგენაზე. ხომ შეიძლებოდა სამეურვეო საბჭოს დაეწუნებინა საპროგრამო პოლიტიკა და ეთქვა, რომ იგივე ბადით გააგრძელე, რაც აქამდე იყო,“ - ამბობს სალაძე.
არხზე ყველა გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ქეთი მსხილაძე. მისი თქმით, დეკემბერში არ იყო გადაწყვეტილი, როგორ გააგრძელებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემბრიდან მუშაობას:
„უნდა მომხდარიყო გადაცემების შეფასება, კარგის დატოვება, ცუდის შეცვლა, რაღაცის გაუმჯობესება, ნებისმიერი ახალი სეზონის წინ, როგორც ხდება ნებისმიერ ტელევიზიაში, გადახედვა, გადასინჯვა. ეს არავითარ შემთხვევში არ გულისხმობდა გადაცემების დახურვას. რაღაც გადაცემა შეიძლება მთავრდებოდა პროექტით და მენეჯმენტი გადაწყვეტდა გაეგრძელებინა თუ არა".
არხის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღარ მუშაობდა, როცა სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. თუმცა, ის On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი თანამდებობაზე მუშაობის დროს გადაცემების საერთოდ შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა.
გადაცემა "რეალური სივრცის" ავტორი და წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ მათ გადაცემის ბიუჯეტი მთელ წელზე - 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლითაა გაწერილი. მის თანამშრომლებს კი, ვისაც უვადო ხელშეკრულება არ აქვთ, კონტრაქტები 31 დეკემბრამდეა ძალაში.
„ბიუჯეტის ცვლილებას დებულების შეცვლა სჭირდება მხოლოდ, მაგრამ ასეთ ერთ ხმაში როცა არის ბორდი და გენერალური მენეჯერი, პრობლემა, ალბათ არ იქნება,“ - აღნიშნავს ზაუტაშვილი, რომლის თქმითაც, მისთვის ცნობილი არ იყო არხზე რომელიმე გადაცემის დახურვის შესახებ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები