გომელაური ძალადობრივი აქციიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ გამოჩნდა — რა (არ) თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარბიეს ოფისები და ამას მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა. სამართალდამცავები მთელი დღის განმავლობაში არაფერს ან ვერაფერს აკეთებდნენ ძალადობის აღსაკვეთად, გარდა იმისა, რომ უკვე ნაცემი ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაჰყავდათ. ძალადობრივ ჯგუფებს არ აკავებდნენ და პოლიცია არასაკმარისი რაოდენობით იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელსაც უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, განმარტება მხოლოდ 3 დღის შემდეგ გააკეთა. ის 5 ივლისიდან დღემდე მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილა.
ვახტან გომელაური პრეზიდენტს შეხვდა. შს მინისტრის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აინტერესებდა, როგორც განვითარდა მოვლენები 5-6 ივლისს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსულს ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებიც ცდილობდნენ 5-6 ივლისის მოვლენებზე კითხვები დაესვათ და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხები მაინც ვერ მივიღეთ. შს მინისტრმა გვითხრა, რომ "სპეცნაზი გამოყვანილი იყო, რა თქმა უნდა", მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმი მხოლოდ რობოკოპები არ არის და შესაბამის აღჭურვილობას და "ასხმულობას" საჭიროებისამებრ ირგებენ.
ამასთან, ჟურნალისტებზე ძალადობისა და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმიდან მე-4 დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ძალადობას გმობს. ის "იდიოტიზმს" უწოდებს მოსაზრებას, თითქოს გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციას არ დაეცვა.
"ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, ვითომ ჟურნალისტები ცემონ — ეს იდიოტიზმია, უკაცრავად, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. ასეთი რაღაცა არ მომხდარა, სამწუხაროდ, რომ ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ. არასოდეს. იყო თითოეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ხელის დარტყმა, თუმცა ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე რომ ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა... ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, საშინელებაა", — განაცხადა მან.
კითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობა მომხდარზე, გომელაური პასუხობს:
"პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი პარტია".
თუმცა იცინის კითხვაზე, აპირებს თუ არა გადადგომას. მისი თქმით, ამაზე "ოცნებობენ".
გომელაურის მტკიცებით, 5 ივლისს 3 200 პოლიციელი მუშაობდა და "იყო თავიდან 3 ლოკაცია, მერე გახდა 8 ლოკაცია და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 20 ლოკაციაზე რომ გაანაწილო 3 200 კაცი, დაახლოებით გამოვა რამდენი, 150 ადამიანი ერთ ლოკაციაზე, ხომ?".
ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ დაამატეს ძალები, მინისტრი ასე პასუხობს:
"ფიზიკურად აღარ არის საშუალება, უკაცრავად".
მას ჰკითხეს იმაზეც, რომ თუ ძალები საკმარისი იყო გავრილოვის ღამეს, რატომ არ იყო 5 ივლისს. შს მინისტრის თქმით, ამისთვის 2 000 ადამიანი საკმარისია. თუმცა მას არ განუმარტავს, რატომ არ ჩათვალა სამინისტრომ საჭიროდ ძალადობის აღკვეთა და კონტრაქციის მონაწილეების დაშლა. სამაგიეროდ, დაგვამშვიდა, რომ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
"პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა და არ ინძრეოდა და არ ეხმარებოდნენ... ბიჭები საავადმყოფოებშიც მოხვდნენ, თავები აქვთ დატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. მოძალადეებს, ფიზიკურად საშუალება რისიც იყო, ვაკავებდით".
ჟურნალისტების კითხვებით "შეწუხებულმა" არაერთხელ დააანონსა, რომ თუ კიდევ შეაწყვეტინებდნენ, "შეტრიალდებოდა და წავიდოდა". მანამდე კი თქვა:
"თუ გინდათ ილაპარაკეთ თქვენ, მე დაგელოდებით, ნახევარი საათი, ერთი საათი დრო მაქვს".
ლოდინის პირობა არა, მაგრამ წასვლის შეასრულა — ტერიტორია დატოვა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ გომელაური 5 ივლისიდან დღემდე არათუ მედიაში, არამედ ოფიციალური შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ რელიზებშიც არ ჩანდა. მხოლოდ დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა მინისტრს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
აქამდე ძალადობაზე კითხვებს უწყებიდან მხოლოდ საპატრულო პოლიციის უფროსი და მინისტრის მოადგილე პასუხობდნენ. ამასთან, ვაჟა სირაძის მტკიცებით, 5 და 6 ივლისს სამართალდამცავთა ერთი და იგივე რაოდენობა იყო გამოყვანილი.
5-6 ივლისის ქრონოლოგია კი ასეთი იყო:
ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს 17:00 საათზე დაანონსებული ღირსების მარშის კონტრაქციისთვის მობილიზება დილიდან დაიწყეს. ნაწილი ტერიტორიაზე წინა ღამითაც მივიდა.
ისინი უკვე იქცეოდნენ აგრესიულად, როცა საქართველოს პრემიერმინისტრმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრაიდის ჩატარება "მიუღებელია". მან თქვა ისიც, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და ორგანიზატორების უკანაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესები დაინახა. აღნიშნული განცხადება მოძალადე ჯგუფების მიმართ მწვანე შუქის ანთებად და ძალადობის წახალისებად შეფასდა.
თბილისი პრაიდის უკან ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი დაინახა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც 5 ივლისს თქვა, რომ პრაიდის რეალური მიზანია არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები დგას. კობახიძემ მედიის წარმომადგენელთა დაზიანება იმით ახსნა, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული და "რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 000 კაცი, თუ რამდენიც იყო, ემართა".
5 ივლისის მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებიც. აქცია შედგა, თბილისი პრაიდმა და აქტივისტებმა პარლამენტის წინ დროშაც გაშალეს და ცაში ფერადი კვამლიც გაუშვეს. დასრულების შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ადგილიდან გაიყვანა, ძალადობრივ ჯგუფებს კი გზა გაუთავისუფლა და პარლამენტთან მიუშვა. მათ "ქართველობა" ევროკავშირის დროშის დაწვით "დაიცვეს". მეორე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ხელახლა ააფრიალა, თუმცა უცნობია, სად იყო კახა კუჭავა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოსთან ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დროშას წვავდნენ.
აღსანიშნავია, რომ თბილისი პრაიდმა ღირსების მარში სოლიდარობისთვის ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, 4 ივნისს დააანონსა და სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისაკენ მოუწოდა. ღონისძიებების დაანონსებიდან 2 კვირაზე ნაკლებ ვადაში ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცა, რომ ღირსების მარში გაეუქმებინა. ორიოდე დღეში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კრიტიკულ მედიაში გამოჩენილმა კობახიძემ განაცხადა, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით მარშის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ. ამას მოჰყვა მმართველი გუნდის ლიდერების, წარმომადგენლების განცხადებები ზუსტად იგივე მესიჯბოქსით, რომ ღირსების მარშის ჩატარება ამ დროსა და მოცემულობაში მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
- არსებულ სიტუაციაში, ვფიქრობთ, არ იქნებოდა მიზანშეწონილი ამ პრაიდის გამართვა — კაჭარავა
- ქადაგიშვილი პრაიდზე: ნუ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს ამბიციებისთვის, რომელმაც შეიძლება უფრო მეტი ღვარძლი მოიტანოს
- ყაველაშვილი პრაიდზე: უპრიანი იქნება ამისგან თავშეკავება, რომ არ მოხდეს დაპირისპირება
- თუ რომელიმე ჯგუფის აქტივობის მიზანი პროვოკაციულია, ასეთი ქმედებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს — მდინარაძე პრაიდზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები