გახარიას მინისტრობისას ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა, მოგვარებული იქნებოდა — მეზვრიშვილი აქციებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და პარტია საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი აქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარებული იქნებოდა.
"პირდაპირ გეტყვით, გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, რომ როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა, რაც არ უნდა მოსაწონი ყოფილიყო ეს ან არ ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი ჰქონდა და იმის ნაცვლად, რომ გამოსულიყო, ეს გულწრფელად ეთქვა და ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო. ამის ნაცვლად დაუშვა ის, რაც დაუშვა და ახლა ამის მოგვარების უნარი არ აქვს. ხან უკაცრავად და ხალხს ჰკიდებს ამ ტვირთს და ამ პასუხისმგებლობას, რომ თითქოს საზოგადოება ძალადობას ამართლებს და ეს არის საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა, ხან ვერ ხვდება რას აკეთებს, ეკლესიას ჰკიდებს პასუხისმგებლობას, რომ ეკლესია ამართლებს თითქოს. ანუ, ვერ ხვდება, რამდენად დიდ ზიანს აყენებს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოსაც, საზოგადოებასაც, ინსტიტუტებსაც და აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციას, რომელსაც მითითება აქვს მიცემული, რომ უბრალოდ, არ გაინძრეს... ბოლო 48 საათის განმავლობაში ქუჩაში დღისით, მზისით, მოქალაქეებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს თავს ესხმიან, შენობებში იჭრებიან, აზიანებენ სხვადასხვა ნივთებს, ასეთი რამე გახსენდებათ აი იმ მოვლენების დროს რაზეც მეკითხებით? — ვერ გაიხსენებთ! გამოხატვის თავისუფლების სრულად რეალიზების უფლება მაშინ ადამიანებს მიეცათ თუ არა, ეს სამსჯელო და საკამათო საკითხია, მაგრამ ძალადობაზე როცა ვსაუბრობთ, ვერ გაიხსენებთ ასეთს, ახლა რაც ხდება — განუკითხაობა, რომლის მოგვარების უნარი არაა — დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარებული იქნებოდა", — თქვა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს იმის უნარი, რომ დაპირისპირება განმუხტოს და ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღვივებულიყო.
"ამ ხელისუფლებას იმის უნარი არ აქვს, რომ დაპირისპირება განმუხტოს — ფაქტიურად ყველაფერი გააკეთა რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღვივებულიყო. მას შეეძლო მარტივი რამ გაეკეთებინა — საკუთარ თავზე აეღო ღონისძიების არ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა და შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ამის პოლიტიკური ფასიც გადაეხადა. მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მისაღებად არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია და არც უნარი - მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე. და ეს გახლავთ რეალობა. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ვერ არის ეს ხელისუფლება ამ დაპირისპირების განმმუხტავი", — ამბობს მეზვრიშვილი.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა სამი ადამიანის დაკავების შესახებ, ხოლო 7 ივლისს კიდევ 4 ადამიანი დააკავეს. მათ ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას.
6 ივლისის აქციაზე პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. ჯამში 6 ივლისის ღამეს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავა, დილით 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
ძალადობრივი აქციები თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის წინააღმდეგ ჩატარდა. 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.
გაიგე მეტი:
- მეუფე იაკობი ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს
- ჟურნალისტებმა ეს ამბავი მსოფლიოს უნდა გააცნოთ — სპაიკ ლი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
- რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე — ფოტორეპორტაჟი
- პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან ჟურნალისტები და აქტივისტებიც გაიყვანა, ძალადობრივი ჯგუფები კი პარლამენტთან მიუშვა
- ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები