8 ერთდროულად საინტერესო და შემზარავი ფაქტი სერიულ მკვლელებზე
ფოტო: Getty Images
წიგნებიდან, ფილმებიდან და სერიალებიდან უამრავ კრიმინალურ ისტორიას ვიცნობთ, თუმცა შემზარავი ამბების ძიება გამოგონილ სამყაროში სულაც არ გვჭირდება, მათ რეალურ ცხოვრებაშიც მარტივად გადავაწყდებით ხოლმე.
სისხლისგამყინავი დანაშაულები ძირითადად სერიულ მკვლელებს უკავშირდებათ. ამ სტატიაშიც რამდენიმე ასეთ ცნობილ ბოროტმოქმედზე მოგითხრობთ, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, აქამდეც გსმენიათ, მაგრამ Reddit-ის მომხმარებლებმა ის კონკრეტული ფაქტები გაიხსენეს, რომლებმაც ამ პიროვნებების ბიოგრაფიიდან ემოციურად ყველაზე მეტად იმოქმედა მათზე.
1. ედ გინი, რომელიც შთაგონება გახდა ლიტერატურასა და კინოში ცნობილი ისეთი პერსონაჟებისა, როგორებიცაა ნორმან ბეიტსი და ბუფალო ბილი, სახლში საფლავებიდან ამოთხრილ ძვლებსა და ადამიანის სხვადასხვა ნაწილებს აგროვებდა და ინახავდა. ამის გამო მისი საცხოვრებელი საზარელ ჯურღმულს ჰგავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ოთახი იყო ხელშეუხებელი და სუფთა: გარდაცვლილი დედის საძინებელი
ფოტო: Bettmann / Bettmann Archive
2. მარტინ სკორსეზეს ლეგენდარული ფილმის ტაქსის მძღოლი პერსონაჟი ტრევის ბიკლი, რომლის როლსაც რობერტ დე ნირო ასრულებს, სხვადასხვა რეალური ადამიანის შთაგონებით შეიქმნა. მათ შორის მისი კულინარიული გემოვნება ზემოთ ხსენებულმა ედ გინის ამბავმა განსაზღვრა: როცა დააპატიმრეს, დაკითხვაზე გინმა პოლიციელებს სთხოვა, რომ საჭმელად ფინჯანი ყავა და ვაშლის ღვეზელი ყველით მიეტანათ მისთვის. სწორედ იგივე შეუკვეთა ტრევის ბიკლმაც კაფეში ერთ-ერთ სცენაში
ფოტო: Columbia Pictures
3. ჯეფრი დამერი, რომელიც მინიმუმ 17 ადამიანის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს, მათ შორის მკვლელობის, გაუპატიურების, ნეკროფილიისა და კანიბალიზმის გამო, თავის სახლში სტუმრებს ხშირად უმასპინძლდებოდა სენდვიჩებით, მოგვიანებით კი ივარაუდეს, რომ ამ სენდვიჩებს მსხვერპლების ხორცით ამზადებდა
ფოტო: Bwfolsom / Getty Images
4. მაკ რეი ედვარდსმა მინიმუმ შვიდ არასრულწლოვანზე იძალადა და მოკლა. ის ავტომაგისტრალების კონსტრუქტორი იყო და გვამებს იქ მარხავდა, სადაც გზები გაჰყავდა. ყველა მსხვერპლის გვამი დღემდე არ არის აღმოჩენილი და ვარაუდობენ, რომ მათი ძვლები აქამდე კალიფორნიის შტატში ავტომაგისტრალების ქვეშაა დამარხული
ფოტო: Thomas Northcut / Getty Images
5. ალბერტ ფიშს მაზოხისტური გატაცებები ჰქონდა: სასქესო ორგანოს ირგვლივ სხეულზე ნემსების შერჭობით სიამოვნებას იღებდა
რენდგენზე გამოჩენილი ნემსები ალბერტ ფიშის სხეულში.
ფოტო: Wikimedia Commons
6. ტედ ბანდი, რომელმაც 1970-იან წლებში ათეულობით შემზარავი დანაშაული ჩაიდინა, თვითმკვლელობის პრევენციის ცხელ ხაზში ოპერატორად მუშაობდა
7. ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედი და კულტის ლიდერი ჩარლზ მენსონი ბავშვობაში დედამისმა ერთ კახთა ლუდზე გაყიდა
ფოტო: Getty Images
8. ნენი დოსს "მოხითხითე ნენი" შეარქვეს, რადგან როცა თავისი ყოფილი ქმრების მკვლელობებს იხსენებდა, სულ იღიმოდა და იცინოდა
ფოტო: ASSOCIATED PRESS
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები