საქართველოსთვის დახმარების გაცემაზე, შესაძლოა, გარკვეული წინაპირობები დაწესდეს — აშშ-ის სენატის რეზოლუცია
ფოტო: განათლების სამინისტრო
აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით 22 აპრილს შეტანილი რეზოლუცია დარეგისტრირდა, რომელიც მხარეებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციით, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება კვლავ მხარდაჭერილია.
22 ივნისით დათარიღებულ რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროგრესს ხელს შეუშლის და ამან შეიძლება აშშ-ს დახმარების მიღებაზე გარკვეული წინაპირობების დაწესება გამოიწვიოს. დოკუმენტის თანახმად:
- აშშ-ის სენატი ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და სხვა პარტიებს, რომლებიც არჩეულნი არიან პარლამენტში მოუწოდებს, სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისი;
- მოუწოდებს ყველა არჩეულ პარლამენტის წევრს გამოიყენონ თავიანთი მანდატი და შემდგომი შეფერხების გარეშე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის COVID-19 პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რეგიონალური დინამიკის გამოწვევაზე მუშაობა დაუწყონ;
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დანერგოს სისტემური რეფორმები, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით იქნება შემუშავებული, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია და არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის. მათ შორის, ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების სრული დანერგვით;
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ განვითარებული სისტემური საარჩევნო რეფორმები პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების მოსაგვარებლად და კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების სრულად იმპლემენტაციით;
- აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, დათესოს ქაოსი საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაკანონიერად ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
- გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერების შეფერხება ხელს შეუშლის მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და ეკონომიკის გაძლიერების საქმეში და ამან შეიძლება აშშ-ს დახმარების მიღებაზე გარკვეული წინაპირობების დაწესება გამოიწვიოს;
- ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში უფრო მყარ დემოკრატიას, მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც აჩვენებენ ერთიანობას, გამჭვირვალობას რუსული და სხვა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები