ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდება NATO-ს წევრი — ბრიუსელის სამიტის კომუნიკე
ფოტო: AP
ბრიუსელის სამიტის ფარგლებში NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს, რომელშიც საქართველოსა და მის წევრობასაც განიხილავენ.
კომუნიკეში ალიანსის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.
"ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) ერთად, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ამასთან, შემდგომ გადაწყვეტილებებსა, მათ შორის იმას, რომ ყველა პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურების მიხედვით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო კურსი საგარეო ჩარევის გარეშე", — ნათქვამია კომუნიკეში.
კომუნიკეში საუბარია პოლიტიკურ შეთანხმებაზეც, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მიაღწიეს და ყველა მხარეს მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ მზად ვართ NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სრულად გამოვიყენოთ. მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომელიც საქართველომ განახორციელა და რომელიც უნდა გაგრძელდეს. ეს საქართველოს ალიანსთან თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში დაეხმარება. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან საბოლოო წევრობის მომზადების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს მოიცავს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და განახლებული არსებითი NATO-საქართველოს პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით. მზად ვართ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის გავზარდოთ, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გამყარების, ტრენინგებისა, წვრთნების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. NATO-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს ველით", — ვკითხულობთ კომუნიკეში.
14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება. წლევანდელ სამიტზე პარტნიორი ქვეყნები მიპატიჟებულნი არ იყვნენ და მხოლო წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს მონაწილეობა.
სამიტის ფარგლებში გაიმართა 14-18 ივნისს ბრიუსელის ფორუმი გაიმართება, რომელშიც საქართველოს იღებდ მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვა მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ფორუმის წამყვან სპიკერად დასახელდა.
ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები