რას ამბობს გახარია ივანიშვილის წერილის პასუხად
ფოტო: ქართული ოცნება
ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი მისთვის "ტონალობით იყო აბსოლუტურად" მიუღებელი. გახარიას თქმით, განცხადებაში ერთი სიმართლე იყო, რომ "გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, ეს იყო, რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო, ეს ერთი. მეორე — ეს განცხადება ჩემთვის, მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. ამ განცხადებაშია ორი საკითხი — გახარია ჩემი პროექტი არ არის და გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად ძალზედ სწორად დალაგებული განცხადება, სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება 2, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, ჩვეულებრივი ტყუილია. ამასთან ერთად, მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს, სხვა ყველაფერი იქ არის წყალი", — თქვა მან.
გახარიას თქმით, ეს განცხადება, შექმნილია პირველ რიგში იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს ზეგავლენა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 2 დღით ადრე გამოვიდა და "რაღაც ბოდვები ილაპარაკა", რათა შემდეგ ივანიშვილის "ავტორიტეტს უფრო გაპრავებულად" დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც მისთვის "სახელმწიფო ინტერესების სმახურებაა".
"მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სიმართლის ნაწილში მე ვადასტურებ, რომ ჩვენ არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით ქართული ოცნება 2, რა თქმა უნდა, ტყუილია ის, რომ ვინმე ავრცელებს ხმას. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ის ფორმები, რითაც ყველანაირი დასაბუთების გარეშე და დასაბუთება მხოლოდ არის ის, რომ 2 დღით ადრე პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო გაპრავებულად დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება. ყველაფრის მიუხედავად, მე მესმის, რომ მომიწია ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა და დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ, რა ტქმა უნდა, რაც არ უნდა დამიძახონ მოღალატე, თვლათხარიაც დაუძახიათ, მე ამასაც მოვითმენ, მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით მე ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი", — განაცხადა გახარიამ.
7 ივნისს ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა და ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარიას გააკრიტიკა. მან თქვა, რომ იმედგაცრუებულია და ექსპრემეირს გუნდისა და ქვეყნის მოღალატე უწოდა. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პარტია დატოვა ყოფილი თანაგუნდელები მას აქტიურად აკრიტიკებენ და გადაწყვეტილებას უწუნებენ. კრიტიკის საგანი გახდა მისი ახალდაშექმნილი პარტია საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია, ქართული ოცნება კი ცდილობს, ნაციონალური მოძრაობასთან დააკავშიროს.
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის
-
პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას
გადახედვა
კომენტარები