რა ხედვები აქვს ოპოზიციაში გადასულ გახარიას
ფოტო: გახარია
ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ, გიორგი გახარიამ საკუთარი პარტია წარადგინა და ახლა უკვე პარტიის მანიფესტი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს პრემიერმინისტრი თითქმის ორი წელი იყო, როგორც გუნდის პრეზენტაციაზე, ასევე, ახალ მანიფესტში ქვეყანაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. პარტიის პოლიტიკური ხედვები სამ ძირითად მიმართულებას — განვითარებას, დემოკრატიასა და უსაფრთხოებას მოიცავს.
მანიფესტის თანახმად, ახალი პარტიის მიზანია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოს შექმნა, რომელიც "საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მისი და მისი ოჯახის ღირსეული მომავლისთვის".
გახარიას მანიფესტის მიხედვით, პარტიას სურს, დღეს ისეთი "ძლიერი სახელმწიფო" ააშენონ, რომ ხვალ ამ სახელმწიფომ მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცეს იცხოვრონ, "სამართლიან, დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულ გარემოში".
ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის ახალი პარტიის განცხადებით, ძლიერი სახელმწიფო რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის:
- ძლიერ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს;
- ეკონომიკურ პოლიტიკას;
- საგარეო პოლიტიკას;
- სოციალურ პოლიტიკას;
- განათლების სისტემას;
- ადამიანის უფლებების დაცვას;
- დეოკუპაციას, დებორდერიზაციას, გაერთიანებულ საქართველოს;
პრეზენტაციაზე გახარიას განცხადებების მსგავსად, მანიფესტში ყურადღება გამახვილებულია ნეპოტიზმსა და კორუფიცაზე. აქ საუბარია, რომ "ძლიერი სახელმწიფო" მოიცავს კეთილსინდისიერ და ეფექტიან სახელმწიფო მმართველობას, რომელიც თავისუფალია "არაფორმალური გავლენებისგან, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან", ასევე მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც "თავისუფალია გავლენებისა და კორუფციისგან".
ყოფილი პრემიერმინისტრის გუნდი სასურველი სახელმწიფოს აშენებაში თითოეული მოქალაქის როლს ხედავს, კერძოდ:
- მეწარმის, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში;
- პოლიციელს, რომელიც ქმნის საფუძველს უსაფრთხო და მშვიდი გარემოსთვის;
- მასწავლებელის, რომელიც ქმნის საფუძველს სახელმწიფოს უკეთესი მომავლისთვის;
- სამხედრო მოსამსახურის, რომელიცქმნის საფუძველს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის;
- ფერმერის, რომელიც ქმნის საფუძველს ოჯახის კეთილდღეობისთვის, რეგიონების ეკონომიკური გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის;
- ექიმის, რომელიც ქმნის საფუძველს მოქალაქეების ხარისხიანი ჯანდაცვისთვის;
- საჯარო მოხელის, რომელიც ქმნის საფუძველს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისთვის, ეფექტიანი და მოქნილი სახელმწიფო აპარატისთვის;
- სპორტსმენის, რომელიც ქმნის საფუძველს სახელმწიფოს წარმატებისთვის;
- ხელოვანის, რომელიც ქმნის საფუძველს ქვეყნის წინსვლისთვის;
- ახალგაზრდის, რომლიც ქმნის საფუძველს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებისათვის.
მანიფესტში ვკითხულობთ, რომ ამავე დროს, სახელმწიფოს მშენებლობა ნიშნავს "მოსახლეობის იმ ჯგუფებზე ზრუნვას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება" და შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს:
- ბავშვის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა;
- სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაცვის სამართლიანი სისტემა;
- პენსიონერისთვის უზრუნველი სიბერე, ღირსეული პენსიითა და შესაბამისი ჯანდაცვის სისტემით;
- დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში;
- ემიგრანტების დაბრუნებისთვის საქართველოში ცხოვრების შესაბამისი პირობების შექმნა;
- ვეტერანების ღვაწლის ღირსეული დაფასება და მათზე ზრუნვა;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სისტემური გარანტიების გაძლიერება;
- უმცირესობებისთვის მხარდაჭერის სისტემის გაძლიერება.
29 მაისს გიორგი გახარიამ პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა. პარტიას საქართველოსთვის ჰქვია. 18 თებერვალს ის პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.
22 მარტს გახარია საზოგადოებასთან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, არც პოლიტიკიდან" მიდის. 14 აპრილს კი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებენ.
ამ ეტაპზე გახარიას გუნდში ქართული ოცნების 6 ყოფილი დეპუტატია. მმართველი პარტიიდან წავიდნენ და ყოფილ პრემიერმინისტრს უერთდებიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე.
გარდა ამისა, გახარიას პოლიტიკურ პარტიას უერთდებიან NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები