8 მარტივი რჩევა, თუ როგორ უნდა დაეხმარო შენს ცუგას დიეტის დაცვაში
ფოტო: iStockPhoto
ზოგი ადამიანი მართალია ფიქრობს, რომ პუტკუნა ლეკვი საყვარელია, მაგრამ ზედმეტი კილოგრამები ძაღლის ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს. შინაური ცხოველების სიმსუქნის პრევენციის ასოციაციის თანახმად, აშშ-ში გასულ წლებში ძაღლების ნახევარზე მეტს ჭარბი წონა ჰქონდა.
ძაღლებში ჭარბი წონა დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს ზრდის. იმის ნიშანი, რომ შენი ძაღლს ცხოვრების წესის ცვლილება სჭირდება, შეიძლება მისი უენერგიობა და თამაშის სურვილის არქონა იყოს. იმისთვის, რომ გაარკვიო, სჭირდება თუ არა მას კვების რაციონში ჩარევა, ვეტერინარს უნდა მიმართო.
თუ აღმოაჩენ, რომ შენი ცუგა ამ პრობლემის წინაშე დგას, გამოსავალი არსებობს. მთავარია ინფორმირებული იყო და იცოდე, როგორ უნდა მოიქცე და დაეხმარო მას, უსაფრთხოდ დაიკლოს წონა. ამაში ვეცდებით ამ რჩევებით დაგეხმაროთ:
1. გადახედე რაციონს
ოქროს წესი: თუ ცუგა იმაზე მეტ კალორიას იღებს, ვიდრე ხარჯავს, ეს ცხოვრების წესი მისი წონის მატებას გამოიწვევს. ამიტომ, უნდა იპოვო საკვები, რომელიც მისთვის იდეალური იქნება. კარგი იქნება ვეტერინართან ისიც გაარკვიო, თუ რა სიხშირით უნდა იკვებებოდეს შენი ძაღლი.
2. შეამცირე სასაჩუქრე ულუფები
გემრიელი კერძები ძაღლის საკვები რაციონის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ან, თუ გინდა რომ შენი ცუგა ჯილდოს გარეშე არ დატოვო, საჩუქარი ვარჯიშის და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გაუკეთე.
3. წაახალისე თამაშით
ასევე, შეგიძლია ძაღლი სასუსნავის ნაცვლად სხვა რამით დააჯილდოვო: ახალი სათამაშოთი, ჩახუტებით, საყვარელ ადგილზე გასეირნებით და ა.შ.
4. რაციონს დაამატე ხილი და ბოსტნეული
იმისთვის, რომ ძაღლი დიდი ხნით გრძნობდეს თავს დანაყრებულად, მისი კვების რაციონი შეგიძლია ბოსტნეულითა და ხილით გაამდიდრო. მაგალითად: მწვანე ლობიოთი, სტაფილოთი, ბროკოლით, ისპანახით, კიტრით, კენკრითა და ვაშლით.
ამ პროდუქტების ნაწილის მიცემა ნედლი სახითაც შეგიძლია, თუმცა ვეტერინარები ორთქლზე მომზადებულ კერძებს უწევენ რეკომენდაციას.
5. ნელ-ნელა გაზარდე ვარჯიშის დრო
ისევე როგორც ადამიანებს, ცხოველებსაც ვარჯიშის დაწყებამდე სპეციალისტის რეკომენდაცია სჭირდებათ. ვეტერინარმა ვარჯიშის დაწყებამდე, შესაძლოა, ცხოველს დიეტა დაუნიშნოს და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს ის მზად სავარჯიშოდ.
თავდაპირველად, შეგიძლია სასეირნო ადგილებზე სეირნობის ხანგრძლივობა ან სიშორე გაზარდო, ასევე დააკვირდი, როგორ გრძნობს თავს ცუგა ამ პროცესში. თუ მისი სუნთქვა გახშირდა ან მიგანიშნა, რომ დისკომფორტს განიცდის, მიმართე ვეტერინარს.
6. აქციე ის ყველას პრიორიტეტად
შენი ოთხფეხა მეგობარი გარშემომყოფებისგანაც იმსახურებს გაფრთხილებას, ზრუნვასა და პატივისცემას. სწორედ ამიტომ, მისი გაჯანსაღების გზაზე ოჯახის წევრები და სხვა გარშემომყოფებიც ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რათა შემთხვევით ცუგას კვების რაციონი არ დაურღვიონ.
მეგობრებმა და სტუმრებმა ხშირად იციან მზრუნველობის გამოხატვის მიზნით შინაური ცხოველისთვის მორჩენილი პურის, ხორცის ან სხვა საჭმლის მიცემა, რაც შესაძლოა მისი მკურნალობისა და დიეტის გეგმას არღვევდეს.
კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებს შეუთანხმდები, რომ ძაღლს მოტივაციას თამაშით, სეირნობით და სხვა აქტივობებით უმაღლებ და არა კალორიული სასუსნავებით.
7. შეურჩიე სპეციალური საკვები "ბურ"
ეს, რაც ერთი შეხედვით სათამაშოა, სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა. მრავალფუნქციური "ბურთი" სხვა სარგებელთან ერთად ცუგას საჭმელსაც ანაწილებს და ცხოველი ნელ-ნელა, მშვიდად, დაყოფილი ულუფებით იკვებება. სათამაშო ძაღლის ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და მის შესაძლებლობებს ავარჯიშებს.
8. მოემზადე ცვლილებისთვის
ვარჯიში და ჯანსაღი კვება 1-კვირიანი ან 2-თვიანი პერიოდი არაა, რომლის შემდეგაც ცუგა ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს მისი ცხოვრების წესის შეცვლაა, რადგან მანამდე არჩეულმა ვარიანტმა არ გაამართლა. შენი ცხოველის ყოველდღიურობაში ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება და სიახლეების შეტანა შენზეა დამოკიდებული, ისე რომ მან ახალ წესებთან ადაპტირებისას ხალისი არ დაკარგოს. ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მას გვერდით მომთმენი და მზრუნველი მეგობარი სჭირდება.
Farmina იტალიური ნუტრიციული კომპანიაა, რომელიც ცხოველის საკვებს 50 წელზე მეტია აწარმოებს. მის ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტს, მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყნაში შეხვდებით და მათ შორის 2021 წლიდან უკვე საქართველოშიც. Farmina-ს უნიკალური სერვისი ცხოველის ნუტრიციოლოგების კონსულტაცია უფასოა ყველა მომხმარებლისათვის.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
კომენტარები